ეროვნულმა სასახლემ ვეტერანთა შვილებს საახალწლო წარმოდგენაზე – "ახალი წლის ღამე ტყეში" უმასპინძლა
დღეს, ეროვნულმა სასახლემ, ვეტერანთა შვილებს, პირველი რესპუბლიკის დარბაზში უმასპინძლა საახალწლო წარმოდგენაზე „ახალი წლის ღამე ტყეში".
ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომლის რეჟისორი მალხაზ ასლამაზაშვილი, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი ქეთი გაბისიანი გახლავთ, ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ „მზიურის სკოლისა" და „რანინას" მომღერალი მოზარდები.
„საინტერესო საშობაო წარმოდგენამ და მომღერალთა მიერ, მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებულმა ცნობილმა სიმღერებმა, ჩვენი ბავშვები ძალიან გაახალისა; მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საახალწლოდ მორთულმა სასახლემ და პერსონალისა და მსახიობთა თბილმა დამოკიდებულებამ. წარმოდგენის ბოლოს, ბავშვებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დღეს, ეროვნულმა სასახლემ, ჩვენს ბავშვებს, ნამდვილი საშობაო ზეიმი მოუწყო.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გულწრფელ მადლობას უხდის ეროვნული სასახლის დირექტორს, ქალბატონ ნინო ყიფიანს, პროექტების მენეჯერს, ლელა არაბიძეს, შემოქმედებით ჯგუფსა და სასახლის თითოეულ თანამშრომელს ვეტერანთა შვილების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და სიყვარულისთვის და მათ ბედნიერ, წარმატებულ 2026 წელს უსურვებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სემინარი პროექტის "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება"ფარგლებში
ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს -ჯანდაცვის სამინისტრო
9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს -სურსათის სააგენტო
ეროვნულმა სასახლემ ვეტერანთა შვილებს საახალწლო წარმოდგენაზე – "ახალი წლის ღამე ტყეში" უმასპინძლა
8 იანვარი დიდი სასწაულმოქმედი ხატის, „სამი სიხარულის“, ხსენების დღეა - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ
8 იანვრის ამინდის პროგნოზი
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი -ილია მეორე
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დალოცეთ სრულიად საქართველო, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს -ილია მეორე
თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს -მიხეილ ყაველაშვილი
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 იანვრის ამინდის პრონოზი
,,გრიპის სეზონის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის მიზეზი არ არსებობს''- მიხეილ სარჯველაძე
ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში
თბილისში "ალილოს" მსვლელობის დროს გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
"ქართული ბრენდის დღეზე" სადაზღვევო კომპანია "ვაიზერი" კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი