სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, დანაშაულია ფედერალური ქონების დაზიანება, ამ წითელ ხაზს თუ გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ -აშშ-ის გენერალური პროკურორი

აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი მინეაპოლისში გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება. როგორც ბონდი სოციალურ ქსელში წერს, აქტივისტებს აქვთ მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლება, თუმცა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლა და მათზე თავდასხმა ფედერალური დანაშაულია.

„მინესოტა: მშვიდობიანი პროტესტი ამერიკის წმინდა უფლებაა, რომელიც დაცულია პირველი შესწორებით. ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლა, დაბრკოლება ან თავდასხმა ფედერალური დანაშაულია. ასევე [დანაშაულია] ფედერალური ქონების დაზიანება. თუ ამ წითელ ხაზს გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ და სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებით. ნუ გამოცდით ჩვენს სიმტკიცეს"- წერს აშშ-ის გენერალური პროკურორი.

ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, მანამდე ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეთა ნაწილის წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი.

 





მსგავსი სიახლეები
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა
,,ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს''- ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი
დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდა
ოთხი წლის წინ, უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს-შალვა პაპუაშვილი
ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო
არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციას და განცხადებას შევუერთდით -ირაკლი კობახიძე
POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
როგორ მოვუაროთ ფირსაკრავს
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება -ირაკლი კობახიძე
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჯონდი ბაღათურია სტუმრად "რეალურ პოლიტიკაში"
ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა