შიდა ქართლში პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი - წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს, - ინცორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მდებარე გ.მ-ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალი ა.მ. და გ.ქ. რა დროსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მასპინძლის კუთვნილს თანხას.

„აღნიშნული ფაქტი სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის უკან დაბრუნებას შეეცადა, რამაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. გ.მ-მ საზოგადოებრივ უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ზარის განხორციელება სცადა, თუმცა მას ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი გასტაცეს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულ თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.მ. და გ.ქ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
შიდა ქართლში პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 48 წლის კაცი მოკლეს
გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ
საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა-პროკურორი
შსს-მ მარნეულში მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს
კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეთ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს-საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია - შსს
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირს პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა
,,ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს''-პროკურორი