4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, სიმართლე გითხრათ, რასაც ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი -ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარე საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებს იკვლევს.
როგორც ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, 4 ოქტომბერს ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.
„კადრებში მე ვარ, ვარ ეზოში, მაგას არც უარვყოფ. მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, იქ რომ შევედი, მე გადავარჩინე გარკვეული რაოდენობის ხალხი. დღესაც იმავეს გავაკეთებდი. მაშინ მე არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ეს ყველაფერი. იქ ხელს ვიქნევ, მაგრამ როგორ არის, იცით?! რეანიმაციული მოძრაობა და დახმარება არ ნიშნავს მხოლოდ პირი პირში სუნთქვას. სიმართლე გითხრათ, მე რას ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებებით იყო ჩატარებული, მეტი არაფერი. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს. ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე - „მოდი, გადი, აქეთ არ შემოხვიდე" - ეს იყო ის, რაც მე სასიკეთოდ გავაკეთე, რათა ვინც იქ იმყოფებოდა, გადარჩენილიყო. მე რაც დავინახე იქ, ასხამდნენ, თორემ იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა. აქ მნიშვნელოვანი იყო, რომ ასხამდნენ", - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილთ აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილი ჯგუფურად გულისხმობს. ბრალდება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებიდან სამ პირს - ევა შაშიაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილს და ია დარახველიძეს აღკვეთ ღონისძიებას გირაო აქვთ შეფარდებული.
მსგავსი სიახლეები
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა
,,ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს''- ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი
დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდა
ოთხი წლის წინ, უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს-შალვა პაპუაშვილი
ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო
არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციას და განცხადებას შევუერთდით -ირაკლი კობახიძე
POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
როგორ მოვუაროთ ფირსაკრავს
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება -ირაკლი კობახიძე
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჯონდი ბაღათურია სტუმრად "რეალურ პოლიტიკაში"
ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა