სემინარი პროექტის "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება"ფარგლებში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სემინარი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციის შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის" ფარგლებში.
სემინარზე წარმოადგინეს საგრანტო პროექტის ანგარიში, რომელიც ეხებოდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის ენდემური ჯიშების ფილოსფეროდან და მცირე გლეხურ მეურნეობებში დამზადებული ღვინომასალებიდან და ღვინის ლექებიდან საფუვრების გამოყოფასა და მათი თვისებების შესწავლას.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ლია ამირანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია საგრანტო პროექტის შესახებ, მისი მიზნები, მიმოიხილა პირველ წელს განხორციელებული ამოცანები. მან დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე გააცნო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებული ექსპედიციების შედეგები, ის ლოკაციები და ვაზის ჯიშები, რომლებისგანაც მოხდა ყურძნის ნიმუშების აღება.
პროექტის მონაწილეებმა, თამუნა მოდებაძემ (კოორდინატორი) და გიორგი ანდიაშვილმა ერთობლივად წარმოადგინეს გრანტის ფარგლებში მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის ფრაიზინგის ვაინშტეფანის ლუდისა და საკვების ხარისხის ლაბორატორიაში მივლინების ანგარიში, მათ მიერ MALDI TOF მასსპექტრომეტრიის მეთოდით ჩატარებული საფუვრების იდენტიფიკაციის შედეგები. მათ პრეზენტაციაში მიმოხილული იყო აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან აღებული ნიმუშებიდან საფუვრების გამოყოფისა და მათი მორფო-ფიზიოლოგიური მახასიათებლების შესწავლის შედეგები.
ლევან ელიაშვილმა წარმოადგინა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან გამოყოფილი შერჩეული საფუვრების საფერმენტაციო არეში ქრომატოგრაფიული მეთოდით მიღებული ეთანოლის და სხვა სპირტების, სხვადასხვა ორგანული მჟავას ანალიზის შედეგები. სემინარს ესწრებოდნენ საბაკალავრო პროგრამა „მევენახეობა და ენოლოგიის" მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები, გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი შედეგების ირგვლივ.
მსგავსი სიახლეები
10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,შენობიდან 20-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა - ხანძარი ლიკვიდირებულია''- თემურ მღებრიშვილი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისის ბიუჯეტი 17 169 000 ლარით იზრდება
სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა
სემინარი პროექტის "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება"ფარგლებში
ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს -ჯანდაცვის სამინისტრო
9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს -სურსათის სააგენტო
ეროვნულმა სასახლემ ვეტერანთა შვილებს საახალწლო წარმოდგენაზე – "ახალი წლის ღამე ტყეში" უმასპინძლა
8 იანვარი დიდი სასწაულმოქმედი ხატის, „სამი სიხარულის“, ხსენების დღეა - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ
8 იანვრის ამინდის პროგნოზი
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი -ილია მეორე
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დალოცეთ სრულიად საქართველო, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს -ილია მეორე
თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს -მიხეილ ყაველაშვილი
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი