ჯორჯია მელონი - ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს

 

ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა თუ ორი მხარიდან მხოლოდ ერთს ესაუბრება, მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება.

„ვფიქრობ, მაკრონი მართალია ამ საკითხში. მე მჯერა, რომ დადგა დრო, ევროპამაც ისაუბროს რუსეთთან. თუ ევროპა გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების ამ ფაზაში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ორი მხრიდან ერთ-ერთთან საუბრით, მეშინია, რომ საბოლოოდ მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება", - აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

მელონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ იმუშავებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და თავიდან აიცილებს დაბნეულობას.

„თუ ჩვენ შეცდომას დავუშვებთ და გადავწყვეტთ, ერთი მხრივ, რუსეთთან დიალოგის განახლებას და მეორე მხრივ, არაორგანიზებულად გავაგრძელებთ, პუტინს სამსახურს გავუწევთ. ეს პრობლემა თავიდანვე გვაქვს. ძალიან ბევრი ხმა საუბრობს, ძალიან ბევრი ფორმატი", - აღნიშნა მელონიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნებოდა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ყველა მომიტინგე, ასევე ისინი, ვინც მათ ეხმარებოდნენ ქონების დაზიანებასა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, სიკვდილით დაისჯებიან''- ირანის გენერალური პროკურორი
,,მარტში, საფრანგეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს''- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
,,ევროპას საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს''- ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური''- ილონ მასკი
ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის წყლებში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ
ფინეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენცია დატოვა - მედია
ევროკავშირის დასასრული აღარ არის ტაბუ - Der Spiegel
"მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, მთლიანად ამერიკის კისერზეა"-ამირ საიდ ირავანი
აშშ მხარს უჭერს ირანის მამაც ხალხს -მარკო რუბიო
არ ვეწინააღმდეგები ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით ახლა, როცა აშშ ზეწოლას ახდენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
"ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა - ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით" - ლიზ ტრასი
ევროპა ჩამორჩა, პრეზიდენტ პუტინს ევროპის არ ეშინია, მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ -დონალდ ტრამპი
მივმართავ ირანის ლიდერებს, ჯობს არ დაიწყოთ სროლა და ხალხის მოკვლა, რადგან ჩვენც დავიწყებთ სროლას-დონალდ ტრამპი
უმაღლესი რადა დენის შმიგალისა და მიხაილ ფედოროვის გადადგომის შესახებ განცხადებებს განიხილავს - მედია
,,ვენეციის კომისიის პრეზიდენტი - აშშ-ის მიერ წევრობაზე უარი კომისიას ართმევს პერსპექტივას და გამოცდილებას''- ვენეციის კომისიის პრეზიდენტი
,, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები დღეს თეთრ სახლს ეწვევიან''- ტრამპი
ახალი წლის ღამეს კრანს-მონტანაში ხანძართან დაკავშირებით შვეიცარიული ბარის ერთ-ერთი თანამფლობელი დააკავეს
აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში დააკავა კიდევ ერთი ნავთობტანკერი, რომელიც აკრძალული ნავთობის გადაზიდვაში იყო ეჭვმიტანილი
,,წარვადგენ რეზოლუციის პროექტს ნატოდან გასვლის შესახებ''- საფრანგეთის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი
ჯორჯია მელონი - ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს