სამურზაყანოს შესახებ ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფიების პრეზენტაცია

სამურზაყანოს შესახებ ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფიების პრეზენტაცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით შესრულებული კვლევის შედეგად შექმნილი ქართულ და ინგლისურენოვანი კოლექტიური მონოგრაფიების, „სამურზაყანო - ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია. წარსული და თანამედროვეობა" (გამომცემლობა „საჩინო", თბილისი, 2024, 552 გვ.) და "Samurzakano - the Georgian Historical and Ethnographical Province. The Past and the Present" (Publishing Houese "Sachino", Tbilisi, 2025, 352 pages) - პრეზენტაცია.


ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „სამურზაყანო - ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია. წარსული და თანამედროვეობა" (OTG-I-21-581 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის საგრანტო კონკურსი) ფარგლებში.
წარმოდგენილ კოლექტიურ მონოგრაფიებში შეჯამებულია უკანასკნელი წლე-ბის განმავლობაში ქართველ ისტორიკოსთა კვლევების შედეგები. მასში ობიექტურად და მიუკერძოებლადაა გაანალიზებული საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციის, სამურზაყანოს ისტორიული განვითარების ძირითადი ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ე.წ. „სადავო საკითხებზე", რომელთა ირგვლივაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ წყდება ფსევდომეცნიერული „სპეკულაციები" და ამომწურავი, სათანადო საისტორიო წყაროებსა და საარქივო (მათ შორის, ახლადმიკვლეული) საბუთებზე დაყრდნობით, მეცნიერულად დასაბუთებული პასუხია გაცემული სეპარატისტთა მცდელობებზე, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სამურზაყანო გამოაცხადონ აფსუურ ეთნოლოგიურ და კულტურულ სივრცედ. წიგნები განკუთვნილია სპეციალისტებისა და საქართველო-აფხაზეთის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.


კვლევის შემსრულებლები და მონოგრაფიების თანაავტორები არიან: ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა - პროექტის ხელმძღვანელი, რედაქტორი, მკვლევარი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროფესორი ზურაბ ხონელიძე - პროექტის კოორდინატორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროფესორი ლია ახალაძე - მკვლევარი, ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სალომე ბახია-ოქრიაშვილი - მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი; დავით ჩიქოვანი - მკვლევარი, დოქტორანტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიება გახსნა და პროექტის განხორციელების ეტაპებზე, კვლევის პროცესსა და მონოგრაფიაში წარმოდგენილ ძირითად დებულებებსა და სამეცნიერო სიახლეებზე ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა და რედაქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ.


პროფესორმა ლია ახალაძემ კი ხაზი გაუსვა კვლევის სამეცნიერო-პრაქტიკულ ღირებულებას საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და აფხაზეთის წარსულის შესახებ ობიექტური ცოდნის გავრცელებას საერთაშორისო ასპარეზზე.


პროექტის მონაწილეთაგან, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ქართველი ეთნოლოგ-აფხაზოლოგი, ქალბატონი სალომე ბახია-ოქრუაშვილი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სადოქტორო პროგრამის „საქართველოს ისტორია" სტუდენტი დავით ჩიქოვანი.


წარმოდგენილ მონოგრაფიებს მაღალი შეფასებები მისცეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, აფხაზეთის წარსულის ცნობილმა მკვლევარმა, ბატონმა ჯემალ გამახარიამ; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ბატონმა როლანდ თოფჩიშვილმა; წიგნის ინგლისურ ენაზე მთარგმნელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ივანე მენთეშაშვილმა; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, აფხაზოლოგმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ. ამ შეფასებისას, ერთხმად აღნიშნეს წარმოდგენილ მონოგრაფიის რუსულ და თურქულ ენებზე თარგმნის აუცილებლობა.
ღონისძიება შეაჯამა სამურზაყანოს მკვიდრმა, სსუ ადმინისტრაციის უფროსმა, ბატონმა დავით ჯალაღონიამ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სსუ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსუ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

 

 





მსგავსი სიახლეები
11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სამურზაყანოს შესახებ ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფიების პრეზენტაცია
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,შენობიდან 20-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა - ხანძარი ლიკვიდირებულია''- თემურ მღებრიშვილი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისის ბიუჯეტი 17 169 000 ლარით იზრდება
სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა
სემინარი პროექტის "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება"ფარგლებში
ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს -ჯანდაცვის სამინისტრო
9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს -სურსათის სააგენტო
ეროვნულმა სასახლემ ვეტერანთა შვილებს საახალწლო წარმოდგენაზე – "ახალი წლის ღამე ტყეში" უმასპინძლა
8 იანვარი დიდი სასწაულმოქმედი ხატის, „სამი სიხარულის“, ხსენების დღეა - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ
8 იანვრის ამინდის პროგნოზი
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი