"ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა - ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით" - ლიზ ტრასი
ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოში თავის ადგილს ვერ პოულობს. ამერიკამ ზრდის თვალსაზრისით ბრიტანეთთან და ევროკავშირთან შედარებით ბევრად წინ წაიწია. ასე რომ, ჩვენ ამ უცნაურ ფსევდოევროპულ სამყაროში ვართ და ჩვენი ბიუროკრატების უმეტესობას ევროპელი ბიუროკრატი სურს იყოს. მათ ძალიან სურთ ევროკომისიაში ან მსოფლიო ბანკში ან სავალუტო ფონდში გადაყვანა და ეს ნიშნავს, რომ ისინი კვლავ ამ სისტემის ნაწილი არიან. ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რაც, ვფიქრობ, ბრექსიტის დროს გვქონდა, რომელიც სრულად არ განხორციელებულა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
მისი თქმით, ბრიტანეთი და ევროკავშირი, დანარჩენი მსოფლიოს ფონზე, "სულელურად გამოიყურება", რადგან, ისინი წინ წავიდნენ, ბრიტანეთი და ევროკავშირი კი უმოქმედოდ დარჩა.
"თუ ბრიტანეთის ეკონომიკას და ჩვენს პრობლემებს დააკვირდებით, ისინი ახლა საფრანგეთს ან გერმანიას წააგავს, ვალის დონით, პროდუქტიულობის დონით, სახელმწიფოს ზომით, დაბეგვრის მასშტაბით. ირონიულია, რომ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, ჩვენ ფაქტობრივად ევროპეიზებული გავხდით. ჩვენ ბევრი არაანგარიშვალდებული ინსტიტუტი გვაქვს, ევროკავშირის მინი ვერსიის მსგავსი.
ახალი სამთავრობო ინსტიტუტების შექმნის გარდა, მათ შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთგვარი "კლიენტი სახელმწიფო", რომელშიც ისინი აგრძელებენ არსებობას, ასე რომ, გვაქვს ტონი ბლერის ინსტიტუტი, რომელიც რეალურად დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ, გვაქვს კლინტონის ფონდი, ბარაკ ობამა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამერიკის მთავრობაში, მას შემდეგაც კი, რაც მას საპრეზიდენტო მანდატი აღარ აქვს. ასე რომ, მათ მოახერხეს მუდმივი ხელისუფლების შექმნა მთავრობის გარეთ.
ბრიტანეთი და ბლერის მიმდევარი ადამიანები, კლინტონის, ობამას და ევროკავშირის მსოფლიო წესრიგის ნაწილი იყვნენ. მათ სჯეროდათ მასობრივი მიგრაციის, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო განვითარების და სხვა მსგავსი საკითხების. მათ ააშენეს უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, ახალი GLE ინსტიტუტი, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი - მათ ჰქონდათ შეხედულებების ერთობლიობა. ბლერი ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ახლა კი ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა და ისინი დაკავებულნი არიან ქვანახშირის წვის ბიოელექტროსადგურების მშენებლობით. ჩვენ ამ ფონზე, არსებითად სულელურად გამოვიყურებით." - განაცხადა ლიზ ტრასმა.
მსგავსი სიახლეები
GB News: კირ სტარმერი კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ
“ევროკავშირი ღრმა კრიზისშია”- რობერტ ფიცო
The Telegraph: ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს გრენლანდიის კრიზისის საპასუხოდ
,,ირანში ბოლო 48 საათში დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა''- Iran International
დონალდ ტრამპი - ვენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე სამიზნეზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა
,,ყველა მომიტინგე, ასევე ისინი, ვინც მათ ეხმარებოდნენ ქონების დაზიანებასა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, სიკვდილით დაისჯებიან''- ირანის გენერალური პროკურორი
,,მარტში, საფრანგეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს''- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
,,ევროპას საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს''- ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური''- ილონ მასკი
ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის წყლებში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ
ფინეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენცია დატოვა - მედია
ევროკავშირის დასასრული აღარ არის ტაბუ - Der Spiegel
"მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, მთლიანად ამერიკის კისერზეა"-ამირ საიდ ირავანი
აშშ მხარს უჭერს ირანის მამაც ხალხს -მარკო რუბიო
არ ვეწინააღმდეგები ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით ახლა, როცა აშშ ზეწოლას ახდენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
"ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა - ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით" - ლიზ ტრასი
ევროპა ჩამორჩა, პრეზიდენტ პუტინს ევროპის არ ეშინია, მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ -დონალდ ტრამპი
მივმართავ ირანის ლიდერებს, ჯობს არ დაიწყოთ სროლა და ხალხის მოკვლა, რადგან ჩვენც დავიწყებთ სროლას-დონალდ ტრამპი
უმაღლესი რადა დენის შმიგალისა და მიხაილ ფედოროვის გადადგომის შესახებ განცხადებებს განიხილავს - მედია