"საქართველოში ჩატარებულმა ღვინის საერთაშორისო კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა"-ბრიტანული გამოცემა The Buyer

საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის წლევანდელმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, ბოლო წლებში რამდენად სწრაფად და შორს წავიდა ქვეყანა როგორც ღვინის ხარისხის ამაღლების, ისე მეღვინეობის მრავალფეროვნებითა და მასშტაბით, - ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია გავლენიანი ბრიტანული მედიაგამოცემის, The Buyer სტატიაში, რომლის ავტორი ღვინის მწერალი სანი ჰოჯია.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სანი ჰოჯი ახლა ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის, IWSC Georgia 2025-ის შედეგებს აჯამებს.

„სანი ჰოჯი გავლენიან ბრიტანელ ღვინის სპეციალისტთაგან ერთ-ერთია, ვინც, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, კონკურსში მონაწილე ღვინოები შეაფასა. ის არის ლონდონის ღვინის ბარების, Diogenes the Dog-ისა და Aspen & Meursault-ის დამფუძნებელი. მისი წიგნი ღვინის მეცნიერების შესახებ - The Cynics Guide to Wine - 2025 წლის აპრილში გამოიცა.

„საქართველო წარმოადგენს სამყაროთა გადაკვეთას, ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, ხოლო მისი სამზარეულოსა და ღვინის კულტურა ძველი და ახალი სამყაროს ტრადიციათა საუკეთესო ელემენტებს აერთიანებს", - აღნიშნულია სტატიაში.

ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში 2022 წლიდან ტარდება. კონკურსის ოფიციალური პარტნიორი - გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა.

2025 წელს კონკურსი ქალაქ ბათუმში გაიმართა. კონკურსს IWSC-ის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. WSC Georgia 2025-ის კონკურსის შედეგების მიხედვით, ღვინის კატეგორიაში გაიცა 30 ოქროს, 119 ვერცხლისა და 113 ბრინჯაოს მედალი ხოლო ქართულმა სპირტიანმა სასმელებმა დამატებით მოიპოვეს 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
"საქართველოში ჩატარებულმა ღვინის საერთაშორისო კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა"-ბრიტანული გამოცემა The Buyer
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 იანვარს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო -თამთა სოფრომაძე
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა
ვის და რამდენი ლარით გაეზრდება პენსია იანვრიდან?
რა ეღირება დოლარი და ევრო 1 იანვარს
2025 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა
წელს განხორციელდა ბევრი პროექტი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, მომავალ წელსაც ახალი პროექტები დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე -რევაზ სოხაძე
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი - მარიამ ქვრივიშვილი
ესკი-თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება-აეროპორტების გაერთიანება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია
როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს -Financial Times
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს
როგორც კი დავაანონსეთ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული პროცესი, ოპოზიციის პრაქტიკულად 80 პროცენტი დადგა მაღალი ფასების მხარეს-პრემიერი