"მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, მთლიანად ამერიკის კისერზეა"-ამირ საიდ ირავანი

მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, მთლიანად ამერიკის კისერზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა და მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამირ საიდ ირავანიმ წერილი გაუგზავნა ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, სადაც საუბარია ამერიკის ტერორისტული რეჟიმის განცხადებებზე ირანის შიდა საქმეებთან დაკავშირებით. წერილში ვკითხულობთ:

"სახელითა უზენაესისა 2025 წლის 30 დეკემბრით და 2026 წლის 2 იანვრით დათარიღებული წერილების და ასევე მთავრობის ბრძანების შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად გმობს ამერიკის შეერთებული შტატების განუწყვეტელ, უკანონო და უპასუხისმგებლო ქცევას, რომელიც კოორდინაციაშია ისრაელის რეჟიმთან და მიზნად ისახავს მუქარის მეშვეობით, ასევე დესტაბილიზაციის და ძალადობის მიზანმიმართული წახალისებით ირანის შიდა საქმეებში ჩარევას.

ბოლო დღეების მანძილზე, ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, განსაკუთრებით ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ისრაელის რეჟიმის დამნაშავე პრემიერ-მინისტრთან ერთად, საჯარო განცხადებების გზით, ირანის შიდა საქმეები იმგვარად წარმოაჩინეს, თითქოსდა არსებობდეს გარედან „ჩარევის" აუცილებლობა „გადასარჩენად" ან პოლიტიკური ძალადობის განხორციელების საჭიროება. სრულიად აშკარაა ამერიკის და ისრაელის რეჟიმის სინქრონული ნაბიჯები. მათ პროვოკაციული განცხადებებით, საჯარო მუქარით და პოლიტიკური გზავნილებით ხელი შეუწყვეს ძალადობის წახალისებას, მხარი დაუჭირეს ტერორისტულ ჯგუფებს. მათ ასევე წაახალისეს საზოგადოებრივი არასტაბილურობა და სცადეს მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, ეს ყველაფერი მოხდა „მხარდაჭერის", „ხსნის" და „ირანელი ხალხის დაცვის" სახელით.

თუმცა, ირანელ ხალხს კარგად ესმის ასეთი რიტორიკის რეალური შინაარსი. ათწლეულებია, რაც ირანელი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა, მათ შორის ძალადობრივი მოქმედებების და უსამართლო ცალმხრივი სანქციების დაწესება, სერიოზულად არღვევს მათ ძირითადი ჰუმანიტარულ უფლებებს, როგორიცაა სიცოცხლის და განვითარების უფლება. ყოველივე ეს კიდევ უფრო გაძლიერდა 2025 წლის ივნისში ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებული 12-დღიანი აგრესიული ომის შედეგად, რომელშიც აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამ ომის დროს სამოქალაქო პირები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ატომური სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ირანის ბირთვული ობიექტები მიზანში იქნა ამოღებული, რის შედეგადაც 1100-ზე მეტი უდანაშაულო პირი დაიღუპა.

ირანის ისლამური რესპუბლიკა კატეგორიულად და უპირობოდ გმობს აშშ-ის დესტაბილიზაციურ მოქმედებებს, რომლებიც ასუსტებს გაეროს ქარტიას, არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მსგავსი ქცევის გაგრძელება, ეფექტიანი წინააღმდეგობის გარეშე, ქმნის საშიშ პრაქტიკას და სერიოზულად აზიანებს საერთაშორისო წესრიგს, რომელზეც დაფუძნებულია გაერო.

საერთაშორისო სამართლის არც ერთი პრინციპი ან წესი არ აძლევს სახელმწიფოს უფლებას, ადამიანის უფლებების საბაბით ან „ხალხის მხარდაჭერის" მოტივით, მოახდინოს ძალადობის პროვოცირება, ან მოაწყოს დესტაბილიზაცია ან არეულობა. ასეთი ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას და არ შეიძლება მათი გამოყენება იძულების, მუქარის ან ისეთი პოლიტიკის გასამართლებლად, რომელიც შიდა საქმეებში ჩარევას გულისხმობს.

გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი უკრძალავს წევრ სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ან მუქარას. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი კატეგორიულად კრძალავს ნებისმიერ ჩარევას საქმეებში, რომელიც ძირითადად წევრი სახელმწიფოს შიდა კომპეტენციას წარმოადგენს. ეს პუნქტები სავალდებულოა და არჩევითი არაა. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალი აცხადებს, რომ არც ერთი სახელმწიფო არ აქვს უფლება პირდაპირ ან ირიბად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს შიდა ან საგარეო საქმეებში, მათ შორის პროვოკაციის, ძალადობის ან კონსტიტუციური წესრიგის დესტაბილიზაციის გზით.

გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოების პასუხისმგებლობის წესების საფუძველზე, როდესაც სახელმწიფოთა მოქმედებები წინასწარ პროგნოზირებადად იწვევს სერიოზულ ზიანს, ამ სახელმწიფოს ეკისრება საერთაშორისო პასუხისმგებლობა. როდესაც რომელიმე წევრი სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები არღვევენ სხვა წევრი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს, ღიად უწყობენ ხელს არეულობას, წარმოაჩენენ ძალადობის გაძლიერებას ლეგიტიმურად და აშკარა გზავნილებით სთავაზობენ საგარეო მხარდაჭერას, ასეთ დროს აშკარაა, რომ ამ ქმედებებით გამოწვეული ზიანი არც შემთხვევითია და არც მოულოდნელი, არამედ წინასწარ განზრახული და პროგნოზირებადი.

მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ აქციებად გადაქცევა, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, ასევე საზოგადოებრივი საკუთრების დაზიანება, აღიქმება მსგავსი პოლიტიკის პირდაპირ და პროგნოზირებად შედეგად. ამ ყველაფრის შედეგებზე პასუხისმგებლობა უსათუოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკისრება,"- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
GB News: კირ სტარმერი კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ
“ევროკავშირი ღრმა კრიზისშია”- რობერტ ფიცო
The Telegraph: ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს გრენლანდიის კრიზისის საპასუხოდ
,,ირანში ბოლო 48 საათში დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა''- Iran International
დონალდ ტრამპი - ვენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე სამიზნეზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა
,,ყველა მომიტინგე, ასევე ისინი, ვინც მათ ეხმარებოდნენ ქონების დაზიანებასა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, სიკვდილით დაისჯებიან''- ირანის გენერალური პროკურორი
,,მარტში, საფრანგეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს''- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
,,ევროპას საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს''- ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური''- ილონ მასკი
ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის წყლებში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ
ფინეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენცია დატოვა - მედია
ევროკავშირის დასასრული აღარ არის ტაბუ - Der Spiegel
"მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, მთლიანად ამერიკის კისერზეა"-ამირ საიდ ირავანი
აშშ მხარს უჭერს ირანის მამაც ხალხს -მარკო რუბიო
არ ვეწინააღმდეგები ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით ახლა, როცა აშშ ზეწოლას ახდენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
"ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა - ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით" - ლიზ ტრასი
ევროპა ჩამორჩა, პრეზიდენტ პუტინს ევროპის არ ეშინია, მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ -დონალდ ტრამპი
მივმართავ ირანის ლიდერებს, ჯობს არ დაიწყოთ სროლა და ხალხის მოკვლა, რადგან ჩვენც დავიწყებთ სროლას-დონალდ ტრამპი
უმაღლესი რადა დენის შმიგალისა და მიხაილ ფედოროვის გადადგომის შესახებ განცხადებებს განიხილავს - მედია