"ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის''- ვოლსკი

 

ჩვენს მიმართაც საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა იგივე ვენეციის კომისიას და როდესაც საკითხს ჩავუღრმავდით, დავინახეთ, რომ ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს. მათი მსახური გახდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, თავის დროზე, საკმაოდ კარგი ინსტიტუტი, რომელიც პროფესიონალურ რჩევებს აძლევდა განვითარებად ქვეყნებს, ახალ დემოკრატიებს და ა.შ., - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ვენეციის კომისია დატოვოს, აშშ-ის პრაგმატულ ხედვებს გამოხატავს, ვინაიდან, ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან საკმაო თანხა იხარჯება ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

მისივე თქმით, საქართველოსთან დამოკიდებულებითაც კარგად ჩანს, რომ ვენეციის კომისია ბრიუსელის ბიუროკრატიის დანამატად გადაიქცა, ვინაიდან, მათ დასკვნებში არის არა ანალიზი, არამედ, პოლიტიკური შეფასებები, რომელიც "პოლიტიკურ ხელკეტად" გამოიყენება.

"საქართველოსთან მიმართებით, ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული ორგანიზაცია. რასაკვირველია, ჩვენ ერთი და იმავე მიზეზით არ გამოვხატავთ პრეტენზიას ამ ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვენეციის კომისია რაღაც პოლიტიკურ სტრუქტურად გადაიქცა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ეხმარება ან მისი დანამატია, იმისთვის, რათა პოლიტიკური შეტევა განახორციელოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ, ვგულისხმობთ, რა შენიშვნებიც მივიღებთ სხვადასხვა კანონპროექტებთან და შემდეგ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა გამჭვირვალობას ან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემას ან სხვა საკითხებთან მიმართებაში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია მისი ასეთი ჩარევა ან დასკვნები იმ კანონთან, ან იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ვინაიდან არც ერთხელ არ უთქვამთ არაფერი, არ გაუანალიზებიათ ვითარება, რომელიც შექმნა ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ ["ნაცმოძრაობამ"], როდესაც ის ხელისუფლებაში იყო. ის მასშტაბი ადამიანის წამების და ადამიანის უფლებების დარღვევისა არ ახსოვს ამ რეგიონს და თუნდაც, ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებსაც კი. ამის ანალიზის გარეშე გამოხვიდე და შენი დასკვნა გააკეთო, რასაკვირველია, მიკერძოებაა. შეიძლება ანალიზი გააკეთო და თქვა, რომ დიახ, დარღვევები იყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმო, რომ წამებას ჰქონდა სისტემატური და სისტემატური ხასიათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მიზეზის გამო, არ შეიძლება პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე ლაპარაკი. აქ არ არის ამაზე საუბარი, არანაირი ანალიზი - პირდაპირ "მოხტომა" პოლიტიკური ხელკეტით საქართველოსადმი და ყოველგვარი ანალიზის გარეშე პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეს არის ის ნიშანი, რომელიც ახასიათებს დღეს ვენეციის კომისიას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ედიშერ გვენეტაძე - უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს
"ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში" - გია აბაშიძე
საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
,,აშშ-ის რიტორიკა NATO-ს, გაეროს და ვენეციის კომისიის მიმართ საქართველოსთვის არა აბსტრაქტულ, არამედ პირდაპირ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს''- დავით ქართველიშვილი
გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას
"ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის''- ვოლსკი
Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელი საგარეო პოლიტიკა
,,2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება''- გაეროს ანგარიში
სინამდვილეში, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საპროტესტო მასა მოძალადე, არც 4 ოქტომბერს -ირაკლი ფავლენიშვილი
ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია და "ნაცმოძრაობა" საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ -თამარ ჩერგოლეიშვილი
ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ -დავით მათიკაშვილი
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ბერაიამ ნატო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა-საგარეო უწყება
70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
ვენეციის კომისია შექმნილი იყო, რომ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე გაეკეთებინა დასკვნები, თუმცა ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით შემოიფარგლებოდა -ირაკლი ქადაგიშვილი
სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის -ლევან მაჭავარიანი
აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
4 ოქტომბრის აქცია იყო სპონტანური, გულწრფელი, იყო კრეატიული მესიჯები და ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა, ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი -მურთაზ ზოდელავა
ვამბობდი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვარ, გავრცელებული ვიდეო ჩემთვის იყო პერფორმანსი-პაატა მანჯგალაძე