The Telegraph: ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს გრენლანდიის კრიზისის საპასუხოდ
ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტი ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების შესახებ, რომლებიც დონალდ ტრამპისთვის არქტიკას დაიცავენ.
სამხედრო მეთაურები ამზადებენ გეგმებს კუნძულზე ნატოს შესაძლო მისიისთვის, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა უსაფრთხოების მიზეზებით გრენლანდიის ხელში ჩაგდებით დაიმუქრა. ბოლო დღეებში ბრიტანელი ოფიციალური პირები შეხვდნენ კოლეგებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, რათა მზადება დაეწყოთ. გამოცემის ცნობით, გეგმები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, შეიძლება მოიცავდეს ბრიტანელი ჯარისკაცების, სამხედრო გემების და თვითმფრინავების განლაგებას რუსეთისა და ჩინეთისგან გრენლანდიის დასაცავად.
"ევროპული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ არქტიკაში მათი ყოფნის მნიშვნელოვნად გაძლიერება, ბატონ ტრამპს დაარწმუნებს, რომ უარი თქვას სტრატეგიული კუნძულის ანექსიის ამბიციაზე." - წერს The Telegraph-ი. გამოცემა ასევე იუწყება, რომ ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს, თუ დონალდ ტრამპი უარყოფს ნატოს ძალების გრენლანდიაში განლაგების შეთავაზებას. "ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Meta, Google, Microsoft და X, შესაძლოა, კონტინენტზე ოპერირება შეეზღუდოთ, ისევე როგორც ამერიკულ ბანკებსა და ფინანსურ ფირმებს. უფრო ექსტრემალური, უკიდურესი ვარიანტი შეიძლება იყოს აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში არსებული ბაზებიდან გამოძევება, რაც ვაშინგტონს წაართმევს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ოპერაციებისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პლაცდარმს." - წერს The Telegraph-ი.
მსგავსი სიახლეები
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ვლადიმერ პუტინს გაიტაცებდა
დონალდ ტრამპს ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს
ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს -ვიქტორ ორბანი
პრეზიდენტი ტრამპი ყურადღებით აკვირდება თქვენს მამაცობას, მზად არის, დაგეხმაროთ, არ დატოვოთ ქუჩები, ჩემი გული თქვენთანაა -ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი
ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია, შეზღუდვა ეხება საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც
ბრიუსელისა და კიევის გეგმის არსი არის, რომ უნგრეთი ჩაითრიონ ომში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით გარეთ დარჩენა, ამისთვის ყოველდღიური ბრძოლა დაგვჭირდა-პიტერ სიიარტო
"დროა, ტრამპის მუქარები სერიოზულად მივიღოთ''- ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ედ დეივი
,,შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება''- ირანის პარლამენტის სპიკერი
,, საღი აზრი დაკარგულია- ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა გადაწყვიტა''- პიტერ სიიარტო
GB News: კირ სტარმერი კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ
“ევროკავშირი ღრმა კრიზისშია”- რობერტ ფიცო
The Telegraph: ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს გრენლანდიის კრიზისის საპასუხოდ
,,ირანში ბოლო 48 საათში დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა''- Iran International
დონალდ ტრამპი - ვენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე სამიზნეზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა
,,ყველა მომიტინგე, ასევე ისინი, ვინც მათ ეხმარებოდნენ ქონების დაზიანებასა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, სიკვდილით დაისჯებიან''- ირანის გენერალური პროკურორი
,,მარტში, საფრანგეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს''- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
,,ევროპას საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს''- ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური''- ილონ მასკი
ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის წყლებში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ