GB News: კირ სტარმერი კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა მოლაპარაკებები გამართა კანადასთან და ავსტრალიასთან ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმის, X-ის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას GB News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მასკის პლატფორმა სკანდალში გაეხვა მისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის, Grok-ის გამო, რომელიც ქალებისა და ბავშვების სურათების გენერირებისთვის გამოიყენებოდა.

"ახლა დაუნინგ სტრიტი სხვა ქვეყნებთან სამმხრივი ერთობლივი რეაგირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, ავსტრალია და კანადა იზიარებენ კირ სტარმერის შეშფოთებას deepfake საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ, განაცხადა: "ის ფაქტი, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს იმისთვის, რომ ადამიანებს სურათების შექმნის ფუნქციით ესარგებლათ Grok-ის მეშვეობით, ვფიქრობ, სრულიად ამაზრზენია. ეს კიდევ ერთხელ არის მაგალითი იმისა, რომ სოციალური მედია არ იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას. ავსტრალიელები და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მოქალაქეები უკეთესს იმსახურებენ".

კანადელი ლიბერალი პარლამენტარები კი ჯერჯერობით უარყოფენ, რომ მათი ქვეყანა პლატფორმის აკრძალვას აპირებს - ერთ-ერთმა მათგანმა, ტორონტოს ცენტრის წევრმა ევან სოლომონმა, პირობა დადო: "კანადა არ განიხილავს X-ის აკრძალვას".

"დიდი ბრიტანეთი დაიმუქრა, რომ კიდევ უფრო შორს წავა და ონლაინ უსაფრთხოების კანონმდებლობის შესაბამისად, X-ს მთლიანად აკრძალავს, თუ ბატონი მასკი არ ამოიღებს ფუნქციას, რომელიც უხამსი სურათების გენერირების საშუალებას იძლევა. ასეთი ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელმაც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების საზღვარგარეთ ცენზურას ეწინააღმდეგება", - წერს GB News-ი და აღნიშნავს, რომ ილონ მასკმა ლეიბორისტებს "ფაშისტები" უწოდა, რომლებიც მისი პლატფორმის წინააღმდეგ "ცენზურისთვის ნებისმიერ საბაბს ეძებენ".

გამოცემის თანახმად, ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ანა პაულინა ლუნამ, კირ სტარმერისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მუქარა გააჟღერა იმ შემთხვევაში, თუ X დაიბლოკება.

"საიტის დაბლოკვა ბრიტანეთს ისეთ ქვეყნებთან დააახლოებს, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და რუსეთი. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე ქვეყნის კოორდინირებული მოქმედება მასკს ძლიერ გზავნილს გაუგზავნის", - წერს GB News-ი.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ვლადიმერ პუტინს გაიტაცებდა
დონალდ ტრამპს ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს
ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს -ვიქტორ ორბანი
პრეზიდენტი ტრამპი ყურადღებით აკვირდება თქვენს მამაცობას, მზად არის, დაგეხმაროთ, არ დატოვოთ ქუჩები, ჩემი გული თქვენთანაა -ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი
ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია, შეზღუდვა ეხება საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც
ბრიუსელისა და კიევის გეგმის არსი არის, რომ უნგრეთი ჩაითრიონ ომში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით გარეთ დარჩენა, ამისთვის ყოველდღიური ბრძოლა დაგვჭირდა-პიტერ სიიარტო
"დროა, ტრამპის მუქარები სერიოზულად მივიღოთ''- ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ედ დეივი
,,შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება''- ირანის პარლამენტის სპიკერი
,, საღი აზრი დაკარგულია- ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა გადაწყვიტა''- პიტერ სიიარტო
GB News: კირ სტარმერი კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ
“ევროკავშირი ღრმა კრიზისშია”- რობერტ ფიცო
The Telegraph: ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს გრენლანდიის კრიზისის საპასუხოდ
,,ირანში ბოლო 48 საათში დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა''- Iran International
დონალდ ტრამპი - ვენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე სამიზნეზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა
,,ყველა მომიტინგე, ასევე ისინი, ვინც მათ ეხმარებოდნენ ქონების დაზიანებასა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, სიკვდილით დაისჯებიან''- ირანის გენერალური პროკურორი
,,მარტში, საფრანგეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს''- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
,,ევროპას საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს''- ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური''- ილონ მასკი
ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის წყლებში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ