"დროა, ტრამპის მუქარები სერიოზულად მივიღოთ''- ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ედ დეივი
"დროა, ტრამპის მუქარები სერიოზულად მივიღოთ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ გრენლანდიაზე თავდასხმა განხორციელდება, დიდმა ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ტრამპის ორგანიზაციის წინააღმდეგ და სერიოზულად დაფიქრდეს, საერთოდ გვინდა თუ არა აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი, ედ დეივი, X-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში აცხადებს.
როგორც დეივი აღნიშნავს, დონალდ ტრამპი, 2026 წლის დასაწყისიდანვე არღვევს წესებსა და საერთაშორისო სამართალს. გრენლანდიაზე თავდასხმის შემთხვევაში კი, მისი თქმით, ბრიტანეთმა სანქციები უნდა დაუწესოს ტრამპის ორგანიზაციას და გაიმართოს დებატები იმის თაობაზე, რამდენად სურს ბრიტანეთს აშშ-ის სამხედრო ძალები მის ტერიტორიაზე იყოს განთავსებული.
"ზოგიერთის აზრით, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც ძალა, იძულება და ძალაუფლება მართავს. გჯერათ თუ არა, ეს არ არის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, არამედ ეს არის ტრამპის თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია. 2026 წლის პირველივე კვირაში ტრამპი უკვე ანგრევს წესებს და არღვევს საერთაშორისო სამართალს. ახლა კი ის ქვეყანას ემუქრება იმის გამო, რომ ტერიტორიის გადაცემაზე უარი უთხრა. ეს ძალა არ არის, ეს უგუნურებაა. კირ სტარმერმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი და, ღმერთმა ნუ ქნას, თუ გრენლანდიის წინააღმდეგ რაიმე თავდასხმა მოხდება, დიდმა ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ტრამპის ორგანიზაციის წინააღმდეგ. უნდა აიკრძალოს მისი საქმიანობა ბრიტანეთში და უნდა გაიმართოს საპარლამენტო დებატები იმის შესახებ, საერთოდ უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის სამხედრო ძალების განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე. ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი არ მეთქვა, მაგრამ, დროა, ტრამპის მუქარების სერიოზულად აღვიქვათ", - განაცხადა ედ დეივიმ.
მსგავსი სიახლეები
ირანის მთავრობის დამხობამ შესაძლოა, "ჰამასის", "ჰეზბოლასა" და "ჰუსიტების" არსებობას ბოლო მოუღოს - ისრაელში აშშ-ის ელჩი
მკაცრად ვურჩევ კუბას, დადოს შეთანხმება, ვიდრე ძალიან გვიან არ არის -დონალდ ტრამპი
ქურთმა მებრძოლებმა ალეპო დატოვეს
თურქი მსახიობი ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის დროს დააკავეს
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ვლადიმერ პუტინს გაიტაცებდა
დონალდ ტრამპს ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს
ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს -ვიქტორ ორბანი
პრეზიდენტი ტრამპი ყურადღებით აკვირდება თქვენს მამაცობას, მზად არის, დაგეხმაროთ, არ დატოვოთ ქუჩები, ჩემი გული თქვენთანაა -ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი
ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია, შეზღუდვა ეხება საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც
ბრიუსელისა და კიევის გეგმის არსი არის, რომ უნგრეთი ჩაითრიონ ომში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით გარეთ დარჩენა, ამისთვის ყოველდღიური ბრძოლა დაგვჭირდა-პიტერ სიიარტო
"დროა, ტრამპის მუქარები სერიოზულად მივიღოთ''- ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ედ დეივი
,,შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება''- ირანის პარლამენტის სპიკერი
,, საღი აზრი დაკარგულია- ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა გადაწყვიტა''- პიტერ სიიარტო
GB News: კირ სტარმერი კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ
“ევროკავშირი ღრმა კრიზისშია”- რობერტ ფიცო
The Telegraph: ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს გრენლანდიის კრიზისის საპასუხოდ
,,ირანში ბოლო 48 საათში დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა''- Iran International
დონალდ ტრამპი - ვენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე სამიზნეზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა
,,ყველა მომიტინგე, ასევე ისინი, ვინც მათ ეხმარებოდნენ ქონების დაზიანებასა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში, სიკვდილით დაისჯებიან''- ირანის გენერალური პროკურორი