ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.

„აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელები ვალდებული არ არიან, შეცვალონ ისინი ახლით.

განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით - sda.gov.ge", - აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
წმინდა ანგელოზები გვეწევიან, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას-მეუფე შიო
მაშველებმა სვანეთში ზვავში მოყოლილი ადამიანი გადაარჩინეს
მოლდოვა თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სამურზაყანოს შესახებ ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფიების პრეზენტაცია
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,შენობიდან 20-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა - ხანძარი ლიკვიდირებულია''- თემურ მღებრიშვილი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისის ბიუჯეტი 17 169 000 ლარით იზრდება
სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა
სემინარი პროექტის "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება"ფარგლებში