ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკავშირს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც გაერთიანებას იდეალურად გამოსდის, რუსების სიძულვილია.
როგორც რობერტ ფიცომ „ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირი ახლა განიცდის საშინელ კრიზისს, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს განუცდია.
მისი განცხადებით, აღნიშნულ კრიზისში გადარჩენას მხოლოდ „ძლიერები" შეძლებენ.
სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბლოკს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.
„ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია. ეს არის თვისება, რომელიც იდეალურად გამოსდით. სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო. კონკურენტუნარიანობა მცირდება. ჩვენ ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას და ვერ ვთანხმდებით ერთობლივ თავდაცვაზე. ყველა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყურება", - განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებით, ევროკავშირის წარმომადგენლები „კიდევ უფრო უმწეოები გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ".
ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ „ძლიერი სლოვაკეთი" ევროკავშირისთვის იბრძოლებს და ქვეყანა ბლოკს არ დატოვებს.
ამასთან, ფიცოს თქმით, აშშ-ის მიერ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციამ მსოფლიო წესრიგი დაანგრია. აღნიშნულის გამო რობერტ ფიცომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
„მსოფლიო წესრიგი უკვე ჩამოინგრა, ეს აშკარაა. ისინი საერთაშორისო სამართლის რაიმე მექანიზმის არსებობას ყურადღებას აღარ აქცევენ. ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებას საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატი სჭირდება. დონალდ ტრამპი ამას პირდაპირ აკეთებს, ამას არ მალავს. ის არ იტყვის, რომ ვენესუელაში მიდის, რადგან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების აღდგენა სურს. ის იტყვის: „მე იქ ნავთობისთვის მივდივარ. ჩვენ ამ ნავთობს გავყიდით და ყველაფერი, რასაც ვენესუელელები იყიდიან, შეერთებულ შტატებში უნდა იყიდონ"", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
რობერტ ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელასა და უკრაინაზე „ბევრი საუბარია შესაძლებელი", მაგრამ მას აინტერესებს, რა რეაგირება ექნება ევროკავშირს ამ ყველაფერზე და რა მოხდება შემდეგ.
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა''- გია ვოლსკი
ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა
ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო
"ნაცმოძრაობას" სამართლებრივად აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს-გურამ მაჭარაშვილი
ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად - გია ვოლსკი
ედიშერ გვენეტაძე - უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს
"ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში" - გია აბაშიძე
საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
,,აშშ-ის რიტორიკა NATO-ს, გაეროს და ვენეციის კომისიის მიმართ საქართველოსთვის არა აბსტრაქტულ, არამედ პირდაპირ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს''- დავით ქართველიშვილი
გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას
"ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის''- ვოლსკი
Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელი საგარეო პოლიტიკა
,,2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება''- გაეროს ანგარიში
სინამდვილეში, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საპროტესტო მასა მოძალადე, არც 4 ოქტომბერს -ირაკლი ფავლენიშვილი
ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია და "ნაცმოძრაობა" საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ -თამარ ჩერგოლეიშვილი
ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ -დავით მათიკაშვილი