ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპული ბიუროკრატია ყველანაირად გაკოტრებულია და მას წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება აქვს.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მიერ კაია კალასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, უკვე აშკარაა ის შიდა დაპირისპირება, რომელიც ევროკავშირის შიგნით არსებობს.
„დაველოდოთ, მგონია, რომ ყველა ვხედავთ, რა პროცესები მიდის ევროპაში და, ზოგადად, მსოფლიოში. ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ყველანაირად გაკოტრებულია, ვისმენთ, რა განცხადებებს აკეთებს, რა დამოკიდებულება აქვთ, ზოგადად ქვეყნების მიმართ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაინტერესებს და საქართველოსთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვთ უსამართლო დამოკიდებულება, რაც თვეები და წლებია, გრძელდება. ასევე, შიდა პროცესები, რაც ევროპაში აქვთ, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი - აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან. ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები ევროპაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უნდა გადადგეს.
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა''- გია ვოლსკი
ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა
ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო
"ნაცმოძრაობას" სამართლებრივად აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს-გურამ მაჭარაშვილი
ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად - გია ვოლსკი
ედიშერ გვენეტაძე - უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს
"ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში" - გია აბაშიძე
საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
,,აშშ-ის რიტორიკა NATO-ს, გაეროს და ვენეციის კომისიის მიმართ საქართველოსთვის არა აბსტრაქტულ, არამედ პირდაპირ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს''- დავით ქართველიშვილი
გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას
"ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის''- ვოლსკი
Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელი საგარეო პოლიტიკა
,,2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება''- გაეროს ანგარიში
სინამდვილეში, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საპროტესტო მასა მოძალადე, არც 4 ოქტომბერს -ირაკლი ფავლენიშვილი
ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია და "ნაცმოძრაობა" საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ -თამარ ჩერგოლეიშვილი
ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ -დავით მათიკაშვილი