"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.

ბოკუჩავას თქმით, ეს „სუს-ის მორიგი ბოდვაა".

„როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს. მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი. ლევან სანიკიძეზე ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ ჩემი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე, მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნაა. დარწმუნებული ვარ, მას ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით.

„იმედის" „რუსთავი 2-ის" „პოსტვისა" და პროპაგანდისტული ტელევიზიების დღევანდელი აღტყინება ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფის შედეგად გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩემი მხრიდან მხოლოდ იმით აიხსნება, რომ დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ ნაპრემიერალ პარტიის თავმჯდომარეს დაიჭერენ. ეს ადასტურებს, რომ არათუ „ტექნიკური", არამედ ძალიან ღრმა, სერიოზული და მათი დასასრულის მომასწავებელი პრობლემები აქვს რუსულ ოცნებას კორუფციის, ძალადობისა და იმ აღვირახსნილობის გამო, რაც ქვეყანამ 13 წლის განმავლობაში ნახა. ჩემი აზრით, ეს ტყუილი და ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფიც სწორედ ამ მთავარი ამბის გადაფარვის მცდელობაა, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა''- გია ვოლსკი
ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა
ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო
"ნაცმოძრაობას" სამართლებრივად აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს-გურამ მაჭარაშვილი
ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად - გია ვოლსკი
ედიშერ გვენეტაძე - უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს
"ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში" - გია აბაშიძე
საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
,,აშშ-ის რიტორიკა NATO-ს, გაეროს და ვენეციის კომისიის მიმართ საქართველოსთვის არა აბსტრაქტულ, არამედ პირდაპირ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს''- დავით ქართველიშვილი
გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას
"ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის''- ვოლსკი
Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელი საგარეო პოლიტიკა
,,2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება''- გაეროს ანგარიში
სინამდვილეში, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საპროტესტო მასა მოძალადე, არც 4 ოქტომბერს -ირაკლი ფავლენიშვილი
ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია და "ნაცმოძრაობა" საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ -თამარ ჩერგოლეიშვილი
ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ -დავით მათიკაშვილი