ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე

ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, „შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შემოსული თანხების გამჭვირვალობა გაკონტროლდება.

„მიზანი ხომ ვიცით, რისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები, რომ კონკრეტულ ქვეყნებში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები. მათ შორის, საქართველოში უამრავი თანხა შემოდიოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ და ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს. გახსოვთ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვსაუბრობდით, როგორ გვაკრიტიკებდნენ, თურმე როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ამაზე საუბარი.

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, პირდაპირ ისაუბრა ამ ყველაფერზე, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც იყვნენ NED, USAID, უზარმაზარ თანხებს გამოყოფდნენ და აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. ეს არის რეალობა. ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა. რა თქმა უნდა, იქნება კონტროლი, არსებობს კანონი, რომელიც მივიღეთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, რათა, პირველ რიგში, ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, სიმშვიდე და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა კახა კალაძე.

დედაქალაქის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციასთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან შეწყვეტილ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ურთიერთობის გადახალისებაა საჭირო.

„ვფიქრობ, მთლიანად „რებრენდინგი" არის გასაკეთებელი და გადახალისებაა საჭირო სხვადასხვა ორგანიზაციის. მაგალითად, ვენეციის კომისია ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად იყო ქცეული, მათი განცხადებები, ქმედებები თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მძიმე იყო. ამიტომ არ მიკვირს მათი ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 





მსგავსი სიახლეები
"არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გაფორმებულ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის" - პაატა სალია
ინოვაციური არქიტექტურული კომპანია – Gensler ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო
პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა''- გია ვოლსკი
ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა
ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო
"ნაცმოძრაობას" სამართლებრივად აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს-გურამ მაჭარაშვილი
ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად - გია ვოლსკი
ედიშერ გვენეტაძე - უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს
"ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში" - გია აბაშიძე
საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
,,აშშ-ის რიტორიკა NATO-ს, გაეროს და ვენეციის კომისიის მიმართ საქართველოსთვის არა აბსტრაქტულ, არამედ პირდაპირ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს''- დავით ქართველიშვილი
გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას
"ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის''- ვოლსკი
Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელი საგარეო პოლიტიკა
,,2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება''- გაეროს ანგარიში
სინამდვილეში, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საპროტესტო მასა მოძალადე, არც 4 ოქტომბერს -ირაკლი ფავლენიშვილი