,,საბოლოო ჯამში, არავინ გეგმავს უკრაინისთვის ბრძოლას''- დმიტრო კულება

 

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უსაფრთხოების მეხუთე მუხლი არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი, NATO და აშშ უკრაინისთვის იბრძოლებენ, თუ რუსეთი აგრესიას გაიმეორებს.

კლებას თქმით, საბოლოო ჯამში, არავინ გეგმავს უკრაინისთვის ბრძოლას და "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად" ნიშნავს, რომ ვიღაც საბრძოლო მასალას, ვიღაც დრონებს და ვიღაც კიდევ სხვა რამეს მიაწვდის უკრაინას.

"მე-5 მუხლის შესახებ მითი ორ ფაქტორს ეფუძნება. პირველი, არავის არასდროს გამოუცდია მე-5 მუხლი.

არსებობს ლამაზი ლეგენდა: "რადგან 70 წლის განმავლობაში არავინ დაგვესხა თავს, ეს ნიშნავს, რომ მე-5 მუხლი მუშაობს". შესაძლოა ეს სიმართლეა, შესაძლოა არა. ეს ქუჩაში სპილოს შეხვედრის ალბათობას ჰგავს: 50/50-ზეა შეიძლება შეხვდეთ, ან შეიძლება არ შეხვდეთ.

და მეორე მითი ეფუძნება ხალხის მიერ მე-5 მუხლის სრულად არასწორ გაგებას. მასში არ არის ნათქვამი, რომ თუ რომანს თავს დაესხნენ, დიმიტრი რომანთან ერთად იბრძოლებს თავდამსხმელის წინააღმდეგ.

შინაარსი ამბობს: თუ რომანს თავს დაესხნენ, დიმიტრი და ამ ოთახში მყოფი ყველა ადამიანი, რომანის დასახმარებლად გააკეთებს იმას, რისი შესაძლებლობაც ექნება. ასე შეიძლება მე-5 მუხლის ინტერპრეტაცია.

და, სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ეს მოლაპარაკებები არა მხოლოდ იმაზე მიმდინარეობს, რომ "ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ", არამედ იმაზე, თუ რას გააკეთებთ ზუსტად, რა მოცულობით და რა ვადებში?

ზელენსკის რიტორიკაშიც გესმით, რომ ის ამას მოითხოვს და ეს სწორია. თუმცა, ამერიკული კავალერია აქ არ ჩამოფრინდება და ბოროტ რუსებს არ დაბომბავს. უფრო მოსალოდნელია, რომ ბოროტი რუსები ევროპაში NATO-ის ტერიტორიაზე ჩაფრინდებიან და ომს დაიწყებენ, ვიდრე - პირიქით.

საბოლოო ჯამში, არავინ გეგმავს ჩვენთვის ბრძოლას. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად" - ეს ნიშნავს, რომ ვიღაც მოგვაწვდის საბრძოლო მასალას, ვიღაც - დრონებს, ვიღაც სხვა რამეს - ეს შესაძლებელია", - განაცხადა კულებამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
კეროლაინ ლევიტი - დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის
თეირანში დღეს გამართული აქცია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის გაფრთხილება იყო, რომ დაასრულონ ტყუილები - აიათოლა ალი ხამენეი
,,აშკარაა, რომ გარკვეულ მომენტში მოლაპარაკებების გამართვა პრეზიდენტ პუტინთანაც მოგვიწევს''- ევროკომისიის სპიკერი
,,რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მე რუმინეთთან გაერთიანებას მივცემდი ხმას''- მაია სანდუ
,,საბოლოო ჯამში, არავინ გეგმავს უკრაინისთვის ბრძოლას''- დმიტრო კულება
,,მე ავირჩიე პოლიტიკური ბანდიტიზმისა და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა''- პოლონეთის ყოფილი გენპროკურორი
სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და უნდა მოხდეს რეფორმირება, მე მსურს ეს - დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - ირანის ლიდერები მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას თუ განაგრძობენ, აშშ მათ ძლიერად დაარტყამს
კოლუმბიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა
ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, კუბის წინააღმდეგ ბლოკადა და სანქციები შეწყვიტოს
გრენლანდიის თავდაცვა ძირითადად ორი მარხილიანი ძაღლისგან შედგება-დონალდ ტრამპი
მე მომწონს ნატო, მე ვარ ის, ვინც ნატო გადაარჩინა, ვინც აიძულა, გადაიხადონ მშპ-ს ხუთი პროცენტი-დონალდ ტრამპი
ირანის რეჟიმმა ფაქტობრივად დაკარგა ლეგიტიმურობა-იოჰან ვადეპული
ირანის მთავრობის დამხობამ შესაძლოა, "ჰამასის", "ჰეზბოლასა" და "ჰუსიტების" არსებობას ბოლო მოუღოს - ისრაელში აშშ-ის ელჩი
მკაცრად ვურჩევ კუბას, დადოს შეთანხმება, ვიდრე ძალიან გვიან არ არის -დონალდ ტრამპი
ქურთმა მებრძოლებმა ალეპო დატოვეს
თურქი მსახიობი ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის დროს დააკავეს
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ვლადიმერ პუტინს გაიტაცებდა
დონალდ ტრამპს ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს
ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს -ვიქტორ ორბანი