ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი 2022 წელს კაია კალასის და 2026 წელს ევროკომისიის პრესსპიკერის პაულა პინიოს განცხადებებს ეხმიანება, სადაც პირველ შემთხვევაში პუტინის იზოლაციაზე, ხოლო ახლა მასთან მოლაპარაკებების გამართვაზეა საუბარი.
მისი თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, რომ ეს ომი არ დასრულებულიყო.
ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ სანამ დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისს დაიკავებდა, არავის ძალისხმევა არ ახსენდება, რომ „ეს უბედურება დიპლომატიის გზით დასრულებულიყო".
„ანალოგიური რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააჟღერა. სამწუხაროდ, სანამ ბატონი ტრამპი დაიკავებდა ოვალურ ოფისს, აბსოლუტურად არავის ძალისხმევა არ მახსენდება, რომ ეს უბედურება დიპლომატიის გზით დასრულებულიყო. ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მკაფიო პოზიცია იყო, რომ რუსეთისთვის ხმა არავის არ უნდა გაეცა. შეგახსენებთ ანგელა მერკელის ბოლოდროინდელ ინტერვიუსაც, სადაც მან დააფიქსირა, რომ 2023 წელს მინსკის ალტერნატიული ფორმატის შეთავაზებას აპირებდა პუტინისთვის, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა დახვდა. ასევე, ომის დაწყებიდან სულ რაღაც 2 თვეში ეს ტრაგედია დასრულდებოდა, ბორის ჯონსონს რომ არ ჩაეშალა უკრაინა-რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, რომ ეს ომი არ დასრულებულიყო. თან იმის ფონზე, რომ აღნიშნული აქტორები მთელს მსოფლიოს და პირველ რიგში უკრაინელ ხალხს სამარცხვინოდ ატყუებდნენ, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა, რომ უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ, რომ რუსულ გაყინულ აქტივებს უკრაინას გადასცემდნენ და ა.შ. სად გაქრა ეს დაპირებები?!
დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული?! იმაზე, რომ ათობით მილიონი უკრაინელი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი?! იმაზე, რომ ქვეყნის ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია?! კიდევ ცალკე საკითხია რამდენი წელი დასჭირდება უკრაინელ ხალხს ამ უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად. რომ არ ჩაშლილიყო სტამბოლის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა?! ბორის ჯონსონი იღებს პასუხისმგებლობას?! იმათ, ვინც აქციებს გვიწყობდით და ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და სამწუხაროდ დღემდე გინდათ იმის გამო, რომ რუსეთს ხმამაღლა არ "ვაგინებდით", იმის გამო, რომ სანქციებს არ ვუწესებდით და ცას არ ვუკეტავდით, იმის გამო, რომ მოხალისეებს მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ ვაგზავნიდით საბრძოლველად, იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ვუჯერებდით და ტანკებით აფხაზეთში და ცხინვალში არ "ვსეირნობდით", იმის გამო, რომ არ ავმჩატდით, როგორც თქვენ და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია და პრიგოჟინის "რევოლუციის" არ დავიჯერეთ და საერთო ჯამში იმის გამო, რომ რაც თქვენ გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ცივსისხლიანი პრაგმატიზმით ვიმოქმედეთ ამ 4 წლის განმავლობაში, გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ გეოპოლიტიკური ილუზიებიდან, თავი დააღწიოთ "სურვილებით ფიქრს" (wishful thinking) და ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ"- წერს მაჭავარიანი.
მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო
ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა
"არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გაფორმებულ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის" - პაატა სალია
ინოვაციური არქიტექტურული კომპანია – Gensler ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო
პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა''- გია ვოლსკი
ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა
ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო
"ნაცმოძრაობას" სამართლებრივად აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს-გურამ მაჭარაშვილი
ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად - გია ვოლსკი
ედიშერ გვენეტაძე - უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს
"ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში" - გია აბაშიძე
საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
,,აშშ-ის რიტორიკა NATO-ს, გაეროს და ვენეციის კომისიის მიმართ საქართველოსთვის არა აბსტრაქტულ, არამედ პირდაპირ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს''- დავით ქართველიშვილი
გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას
"ვენეციის კომისიამ თავისი ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელისთვის''- ვოლსკი
Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელი საგარეო პოლიტიკა