ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელ ჰუსეინ საჯვანის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელ ჰუსეინ საჯვანის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში.

ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების მიმართულებით არსებული პოტენციალი და ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკა.

გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.

DAMAC-ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. დასაქმებული ჰყავს 4 ათასზე მეტი თანამშრომელი.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

 





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 15 იანვარს
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 იანვარს
ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელ ჰუსეინ საჯვანის შეხვდა
13 იანვრის ვალუტის კურსი
"საქართველოში ჩატარებულმა ღვინის საერთაშორისო კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა"-ბრიტანული გამოცემა The Buyer
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 იანვარს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო -თამთა სოფრომაძე
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა
ვის და რამდენი ლარით გაეზრდება პენსია იანვრიდან?
რა ეღირება დოლარი და ევრო 1 იანვარს
2025 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა
წელს განხორციელდა ბევრი პროექტი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, მომავალ წელსაც ახალი პროექტები დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე -რევაზ სოხაძე
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი - მარიამ ქვრივიშვილი
ესკი-თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
,, ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს მთავრობას''- აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება-აეროპორტების გაერთიანება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება -დავით ნარმანია