როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა -ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველო პატარა სახელმწიფოა და, როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება, ვიზრუნოთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს დაუსვეს კითხვა, რომ დონალდ ტრამპი ირანთან ვაჭრობისთვის ქვეყნებს საბაჟო სანქციებს უწესებს, რა გზას აირჩევს საქართველო.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველო იმოქმედებს ქვეყნისთვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესია, ეროვნული მიზნები არ დავაზიანოთ. საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ გვაქვს. სანდუს ჰქონდა რაღაცის იმედი აქ, 4 ოქტომბრის მანიფესტანტებს მოუწოდებდა, გაილაშქრეთო და დღეს აცხადებს, ჩემს ქვეყანას სხვა ქვეყანას შევუერთებო. ჩვენ ასეთი იმედით არ ვცხოვრობთ. ჩვენი თავის იმედით ვცხოვრობთ. ვიმოქმედებთ ისე, როგორც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება. ეს მთავრობის გადასაწყვეტია, მთავრობა გეტყვით და ამ საკითხზე მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ნანახი გვაქვს ტრამპის განცხადება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ამა თუ იმ ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით. მერე იწყება მთელი როგი გამონაკლისები, იმას არ ეხება და ამას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს შესაბამისი მომზადების, ინფორმაციის დაზუსტების შედეგად", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე
,,დღეს გაიმართა შეხვედრები კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები''- პრემიერი
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირმა მაკოორდინირებლის ფუნქცია აბსოლუტურად დაივიწყა
ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანებას მაია სანდუ თავადაც სკეპტიკურად უყურებს, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როცა აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია -შალვა პაპუაშვილი
მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან ქვეყნის გაერთიანებას ემხრობა
როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი -მიხეილ სააკაშვილი
დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ -ვიკა ფილფანი
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში, ისაუბრებს შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარებაზე, შეხვდება უმსხვილეს ინვესტორებს -ლევან ჟორჟოლიანი
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო
ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა
"არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გაფორმებულ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის" - პაატა სალია
ინოვაციური არქიტექტურული კომპანია – Gensler ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო
პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა''- გია ვოლსკი
ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა
ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო