მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან ქვეყნის გაერთიანებას ემხრობა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსული ზეწოლისგან ქვეყნის მყიფე დემოკრატიის დასაცავად, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მეზობელ რუმინეთთან - ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოსთან - გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
სანდუმ, რომლის პროევროპულმა მმართველმა პარტიამაც გასულ სექტემბერს მანდატი განაახლა, რუსეთი მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულა. მოლდოვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, სადაც 2.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს; მოსახლეობის უმრავლესობა რუმინულენოვანია, თუმცა ქვეყანაში რუსულენოვანი უმცირესობაც ცხოვრობს.
"რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ხმას რუმინეთთან გაერთიანებას მივცემდი. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. მოლდოვის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის სულ უფრო რთულდება დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ გადარჩენა და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა", - განაცხადა სანდუმ ბრიტანული პოდკასტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რუმინეთის მოქალაქეობას დაახლოებით 1.5 მილიონი მოლდაველი ფლობს, თუმცა ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბუქარესტთან ხელახალ გაერთიანებას მხარს მხოლოდ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უჭერს.
სანდუმ აღნიშნა, რომ აცნობიერებს, მოლდაველთა უმრავლესობა მის პოზიციას არ იზიარებს და დასძინა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია "უფრო რეალისტური მიზანია".
სანდუს მთავრობის მიზანი 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, რისთვისაც რთული რეფორმების გატარება მოუწევს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მოლდოვის პრორუსი სოციალისტები ხელისუფლებაში 2020 წლამდე იყვნენ.
მოლდოვა, რომელიც უკრაინასაც ესაზღვრება, ომებს შორის პერიოდში რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა მისი ანექსია მოახდინა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე
,,დღეს გაიმართა შეხვედრები კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები''- პრემიერი
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირმა მაკოორდინირებლის ფუნქცია აბსოლუტურად დაივიწყა
ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანებას მაია სანდუ თავადაც სკეპტიკურად უყურებს, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როცა აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია -შალვა პაპუაშვილი
მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან ქვეყნის გაერთიანებას ემხრობა
როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი -მიხეილ სააკაშვილი
დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ -ვიკა ფილფანი
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში, ისაუბრებს შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარებაზე, შეხვდება უმსხვილეს ინვესტორებს -ლევან ჟორჟოლიანი
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო
ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა
"არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გაფორმებულ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის" - პაატა სალია
ინოვაციური არქიტექტურული კომპანია – Gensler ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო
პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა''- გია ვოლსკი
ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა
ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო