სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
„ისეთ ციხეში ვზივარ, სადაც ქურდულ ტრადიციებს მისდევენ, საღამოობით საქმის გარჩევებია. პირველად მოვისმინე, ქურდულ არგუმენტს რომ იშველიებს პროკურორი. პატიმრობის არგუმენტად იშველიებენ, რომ შეიძლება მივიმალო ან ქვეყნიდან გავიქცე. პირველივე სხდომაზე ვთქვი, რომ პირველი მანდატური ძალიან ვაჟკაცი იყო. თქვენი სისტემისგან მოვითხოვ, პრემია მისცეთ. ასე კეთილსინდისიერად რომ მუშაობდნენ საჯარო მოხელეები, ასეთი ქვეყანა არ გვექნებოდა. არანაირი პრეტენზია იმ სამ მანდატურთან არ მაქვს. მირტყამდნენ, მაგრამ მანამდე მეც ვურტყამდი. სამი მოწმეა მხოლოდ. პატივს ვცემ მათ, რა ზეწოლა უნდა მოვახდინო? თქვენთვის ეს საყურადღებო არაა? მაცადეთ საუბარი, სულ ნუ ცდილობთ, გამაწყვეტინოთ. მზად ვარ, პასპორტიც მოგცეთ, გირაოსაც გადავიხდი, გაქცევას არსად ვაპირებ. ისეთ ქურდულ არგუმენტს აჟღერებს პროკურორი, ქურდული ტრადიციების მიმდევარი ხალხისგანაც არ მომისმენია. მამუკა მდინარაძე მყავს გულითადი გულშემატკივარი, მისი დავალებით წამიყვანეს ციხეში. პატიმრის ბარათით შეგიძლია, ნივთები იყიდო. არის ნივთები, რომლის საკანში ქონაც არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ არ მეკუთვნის იქ ყოფნა, უფრო მეტი შეზღუდვა დამიწესეს, რათა მძიმე მდგომარეობაში ვყოფილიყავი. ეგონათ, ტირილს დავიწყებდი, დედა მომენატრაო. ტელევიზორი ერთი თვის შემდეგ მომცეს, მაგრამ საზიზღარი არხებია. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მარშებზე, აქციებზე დადის. ციხეში ზავი დადეს და ჩხუბი არ ყოფილა, იქნებ ოპოზიცია დაზავდეს და აღდგომამდე არ იჩხუბონ", - განაცხადა სასამართლო პროცესზე ელისაშვილმა.
ამასთან, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს მიმართა: „ერთი რჩევა უნდა მოგცეთ, სახე შეინარჩუნეთ ხოლმე. გასაგებია, რომ დავალება გაქვთ, მაგრამ ძალიან უხერხული საყურებელი ხართ".
ამის შემდეგ ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევეს.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით, 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
„შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ასევე ვიდეომასალა გაავრცელა.
მსგავსი სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
,,ირაკლი ღარიბაშვილს არავისთვის არც მიუცია, არც აპირებს და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას''- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგება გააფორმა - ის 5 წლიან სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში მოიხდის, ასევე ჩამოერთვა 17 მილიონის ქონება
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევისთვის პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა
შიდა ქართლში პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 48 წლის კაცი მოკლეს
გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს პროკურატურასთან აქციას მართავენ
საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა-პროკურორი
შსს-მ მარნეულში მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს
კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეთ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს-საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია - შსს