ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანებას მაია სანდუ თავადაც სკეპტიკურად უყურებს, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როცა აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია -შალვა პაპუაშვილი

ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როდესაც აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია. ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამოვრჩებით მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების.

„რას ვიზამთ, ჩვენ ჩვენი სამი ათასი წელი არ გვეთმობა, რომელიც იმის დასტურია, რომ შენი ეროვნული იდენტობის თუ გჯერა, მაშინ „პატარა ქვეყანაც" შეძლებ ისტორიულ ქარცეცხლში საკუთარი სახელმწიფოებრიობის გამოტარებას. ამავე დროს, ეს განცხადება აშკარად მიანიშნებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის - გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა. რა უნდა ითქვას. ესეც გზაა - სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შინნაზარდ „ჰიპერევროპელებსაც" ექნებათ ერთი-ორი ქვეყანა შეთვალიერებული, რომელსაც 78-ე მუხლის ციტირებით უმალ გადააბარებდნენ საქართველოს სუვერენიტეტს. მათთვის ხომ 78-ე მუხლამდე არცერთი მუხლი მუხლად არ ღირს. ჩვენთვის კი საკითხი მარტივია - საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების.

P.S. რახან სიტყვამ მოიტანა, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ 4 ოქტომბერს, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმი მიმდინარეობდა, მაია სანდუმ საჯარო განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობაში ჩართულ ძალადობრივ ჯგუფებს", - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა", - განაცხადა სანდუმ.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე
,,დღეს გაიმართა შეხვედრები კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები''- პრემიერი
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირმა მაკოორდინირებლის ფუნქცია აბსოლუტურად დაივიწყა
ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანებას მაია სანდუ თავადაც სკეპტიკურად უყურებს, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როცა აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია -შალვა პაპუაშვილი
მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან ქვეყნის გაერთიანებას ემხრობა
როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი -მიხეილ სააკაშვილი
დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ -ვიკა ფილფანი
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში, ისაუბრებს შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარებაზე, შეხვდება უმსხვილეს ინვესტორებს -ლევან ჟორჟოლიანი
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო
ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა
"არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას გაფორმებულ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის" - პაატა სალია
ინოვაციური არქიტექტურული კომპანია – Gensler ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო
პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა''- გია ვოლსკი
ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, გაუმჭვირვალე, "შავი" ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა, არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად-კახა კალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან სანიკიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სუს-ის ფანტაზიის ნაყოფია"-თინა ბოკუჩავა
ევროპაში უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ვნახოთ, ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები-კახა კალაძე
ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება-რობერტ ფიცო