ირაკლი კობახიძე - მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე
უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე შექმნილია სამთავრობო კომისია და იქმნება პარლამენტშიც დროებითი საგამოძიებო კომისია.
„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ჩვენი სამუშაო პროცესი დაგეგმილი, პარალელურად იქმნება პარლამენტში დროებითი კომისია და ასევე სამთავრობო კომისიაც არის შექმნილი. ჩვენ უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ესენი არიან დისტრიბუტორები, ესენი იქნებიან ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ესენი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებსაც აქვთ ქართულ ქსელებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესი. შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში.
ვინმეს თუ შეუძლია, თავის წვლილი შეიტანოს კომისიის წარმატებით მუშაობაში და რაც მთავარია, თავისი წვლილი შეიტანოს შედეგის მიღწევაში, რასაც ჰქვია ფასების დაწევა, ყველასთვის უნდა იყოს კარი ღია. ეს ეხება როგორც სამთავრობო კომისიას, ეს ასევე უნდა ეხებოდეს საპარლამენტო კომისიას, ასეთ პირებს, თუ მართლა აქვთ კონკრეტული მონაცემები, საინტერესო იდეები, ყველას უნდა მოუსმინოს საპარლამენტო კომისიამ და ასევე იმავეს გააკეთებს სამთავრობო კომისიაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
,,ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს''-მოჰამედ ალაბარი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია
მაია სანდუს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში მოჰამედ ალაბარს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში
ირაკლი კობახიძე - რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია
,,იგლ ჰილსი'' იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე
,,დღეს გაიმართა შეხვედრები კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები''- პრემიერი
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირმა მაკოორდინირებლის ფუნქცია აბსოლუტურად დაივიწყა
ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანებას მაია სანდუ თავადაც სკეპტიკურად უყურებს, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როცა აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია -შალვა პაპუაშვილი
მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან ქვეყნის გაერთიანებას ემხრობა
როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი -მიხეილ სააკაშვილი
დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ -ვიკა ფილფანი
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში, ისაუბრებს შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარებაზე, შეხვდება უმსხვილეს ინვესტორებს -ლევან ჟორჟოლიანი
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო
ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა