,,ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს''-მოჰამედ ალაბარი

„იგლ ჰილსის" პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე,  -  ამის შესახებ „იგლ ჰილსის" დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი  ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს.
„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6 ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6 ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი  იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც  გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. ყველაფერი ადგილობრივად მოხდება. ნიშანდობლივია, რომ  მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე. ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი  ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს", -  აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.
„იგლ ჰილსის" დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა  ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია. 
„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაცამგვარი პროექტები გვიკეთებია.  ასეთი მასიური და პასუხისმგებლიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი  პროექტი 1 000 ახალ ბიზნესსუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი  და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ" , -  განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.





მსგავსი სიახლეები
,,ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს''-მოჰამედ ალაბარი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია
მაია სანდუს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში მოჰამედ ალაბარს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში
ირაკლი კობახიძე - რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია
,,იგლ ჰილსი'' იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე
,,დღეს გაიმართა შეხვედრები კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები''- პრემიერი
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირმა მაკოორდინირებლის ფუნქცია აბსოლუტურად დაივიწყა
ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანებას მაია სანდუ თავადაც სკეპტიკურად უყურებს, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როცა აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია -შალვა პაპუაშვილი
მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან ქვეყნის გაერთიანებას ემხრობა
როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი -მიხეილ სააკაშვილი
დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ -ვიკა ფილფანი
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში, ისაუბრებს შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარებაზე, შეხვდება უმსხვილეს ინვესტორებს -ლევან ჟორჟოლიანი
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო
ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა