14 იანვარს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს
14 იანვარს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს.
ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა - ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინა (ხს. 19 ივლისს) გრიგოლ ნოსელი (ხს 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (ხს. 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა - დიაკონისა (ხს. 10 იანვარს)მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა. იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანობას. ამავე მიზნით ჩამოვიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილისთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. „შენი მუქარა მე არ მაშინებს, - უპასუხა წმიდანმა, - ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არცერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული; ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ.
უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ _ სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღწვი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი". მმართველი გაოგნებული უსმენდა, „ალბათ არასდროს შეხვედიხარ ეპისკოპოსს, - განაგრძობდა წმიდანი, - თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ უწყინარები და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღსდგებიან მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ."
მსგავსი სიახლეები
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები შესრულდება
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი