პუტინის შეჩერება მხოლოდ ტრამპს შეუძლია-კაროლ ნავროცკი

პუტინის შეჩერება მხოლოდ ტრამპს შეუძლია, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.

ნავროცკის თქმით, რუსეთის ლიდერს არ უნდა ენდო, მაგრამ ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებში.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია პუტინის მხრიდან ევროპისთვის საფრთხის შექმნის შეჩერება.

ნავროცკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ, მათი ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებების მიუხედავად, კვლავ რჩება ევროპაში უსაფრთხოების გარანტად.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, „მხარდაჭერასა და დიდ პატივისცემას იმსახურებს", რასაც დონალდ ტრამპი ევროპელების ინტერესების გათვალისწინებით აკეთებს.

როგორც ნავროცკიმ აღნიშნა, ხედავს, როგორ შორდება ევროპა შეერთებულ შტატებს და, მისი თქმით, ეს კარგი არ არის არც ევროკავშირის ეკონომიკური და არც სამხედრო უსაფრთხოებისთვის.

ამასთან, გრენლანდიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს დისკუსია უნდა დარჩეს დანიის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის.

ნავროცკის თქმით, დარწმუნებულია, რომ საკითხი გადაწყდება ნატო-ს მეშვეობით და დანიასა და აშშ-ს შორის დიალოგის გზით.

 





მსგავსი სიახლეები
იულია ტიმოშენკო კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილად ცნეს
პუტინის შეჩერება მხოლოდ ტრამპს შეუძლია-კაროლ ნავროცკი
მოქალაქეობას გავუუქმებთ ყველა იმ ნატურალიზებულ იმიგრანტს, რომელიც თაღლითობაში იქნება მსჯავრდებული-დონალდ ტრამპი
იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს, პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
NBC News: ბილ კლინტონის წინააღმდეგ კონგრესისადმი უპატივცემულობის მუხლით სამართლებრივი დევნის დაწყება იგეგმება
ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი, დახმარება გზაშია - ტრამპი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გერმანიის მთავრობას მოუწოდა, „ცოტაოდენი სირცხვილი იქონიონ“
ევროპაში, ძლიერი ყინვის გამო, რამდენიმე მსხვილი აეროპორტი იძულებული გახდა დროებით დახურულიყო
ბრიუსელი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროპა ომში ჩაითრიოს - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენები წლიური ხარჯების კანონპროექტში NED-სთვის დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის შვიდი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
კეროლაინ ლევიტი - დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის
თეირანში დღეს გამართული აქცია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის გაფრთხილება იყო, რომ დაასრულონ ტყუილები - აიათოლა ალი ხამენეი
,,აშკარაა, რომ გარკვეულ მომენტში მოლაპარაკებების გამართვა პრეზიდენტ პუტინთანაც მოგვიწევს''- ევროკომისიის სპიკერი
,,რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მე რუმინეთთან გაერთიანებას მივცემდი ხმას''- მაია სანდუ
,,საბოლოო ჯამში, არავინ გეგმავს უკრაინისთვის ბრძოლას''- დმიტრო კულება
,,მე ავირჩიე პოლიტიკური ბანდიტიზმისა და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა''- პოლონეთის ყოფილი გენპროკურორი
სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და უნდა მოხდეს რეფორმირება, მე მსურს ეს - დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - ირანის ლიდერები მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას თუ განაგრძობენ, აშშ მათ ძლიერად დაარტყამს
კოლუმბიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა