"კირ სტარმერმა უნდა იკითხოს - რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?"-The Daily Telegraph

ბრიტანულ პრესაში აქტიურად განიხილება ლონდონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ახალი შენობის დანიშნულებასთან დაკავშირებული სკანდალი. საქმე ეხება სიტუაციას „ცისქვეშეთის“ დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობასთან მიმართებით: არის ეჭვები, რომ პეკინი საელჩოს შენობის რეკონსტრუქციას „საიდუმლო გეგმის“ მიხედვით ახდენს და დამატებით მშენებლობას აწარმოებს, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, „ზემოთ რაც არის, ერთი იმხელა მიწაში იქნება“.

გთავაზობთ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას სათაურით: "კირ სტარმერმა უნდა იკითხოს - რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?".

„ჩინეთის ახალი „სუპერ საელჩოს“ მშენებლობა ლონდონის ცენტრში საკმაოდ დიდი ხნის ისტორიას წარმოადგენს, რომელიც ბურუსითაა მოცული. 2018 წელს პეკინმა სამეფო ზარაფხანის შენობა 255 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა. მართალია, ეს ფაქტი საჯაროდ არ გახმაურებულა, მაგრამ ჩვენს გაზეთს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ჩინელმა დიპლომატებმა განაცხადეს, შენობა ჩვეულებრივ დიპლომატიურ ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ როცა მისი გეგმა ცნობილი გახდა, აღმოჩნდა, რომ შენობის ქვეშ თურმე ფართო კომპლექსი აშენდება, თანაც დანიშნულებისა და ფუნქციის აღნიშვნის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ გეგმა საიდუმლოა.
„დეილი ტელეგრაფმა“ საკითხი გამოიკვლია და პეკინის გეგმების ჭეშმარიტი მასშტაბები საზოგადოებას გააცნო: ჩვენს მიერ მოპოვებულ გეგმაზე ნაჩვენებია, რომ შენობის მიწისქვეშა ნაწილი 208 სათავსოს მოიცავს, აღჭურვილს თანამედროვე ტექნოლოგიური ატრიბუტიკით (ვენტილაციით, ვიდეოკამერებით და სხვადასხვა აპარატურით). საინტერესოა, რომ ოთახები განლაგებულია ისეთ ადგილზე, რომლის ახლოს გაყვანილია ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო კაბელები, რომელთა მეშვეობით გადაიცემა ფინანსური მონაცემები „ლონდონი-სითიდან“, აგრეთვე ხდება ინფორმაციის გაცვლა ინტერნეტის მილიონობით მომხმარებლებს შორის.

ჯერ კიდევ ჩვენს მიერ მოპოვებულ მამხილებელ ფაქტებამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთს ფარულად რაღაც აქვს ჩაფიქრებული - გასულ წელს MI5-მა (Military Intelligence) კონფიდენციალურად გამოაქვეყნა „გაფრთხილება ჯაშუშობის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრებს დაეგზავნათ. თავის მხრივ, აშშ-მაც ურჩია დიდ ბრიტანეთს, რომ უარი ეთქვათ ჩინეთისათვის წარდგენილი გეგმის დამტკიცების თაობაზე იმ მიზეზით, რომ საელჩო შეიძლებოდა „ჯაშუშთა ბუნაგად“ გადაქცეულიყო, მიმართული დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ.

მართალია, მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არის გაცემული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ კირ სტარმერი მას მწვანე შუქს აუნთებს პეკინში დაგეგმილი ვიზიტის წინ - მიმდინარე თვის ბოლოს. ისმება სრულიად მკაფიო კითხვა: რატომ?

ლეიბორისტული პარტიის 2024 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში იყო დაპირება, რომ მთავრობა რიგ ზომებს მიიღებდა და ჩინეთთან ურთიერთობის რევიზიას მოახდენდა. სამწუხაროდ, ფართო დაპირება შეიკვეცა და უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში მისი მხოლოდ ორი აბზაცი შევიდა. უფრო მეტიც - გასულ წელს დააკავეს ორი პიროვნება, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ მათ მიმართ აღძრული საქმე ჩაიშალა - მთავრობის ჩინოვნიკებმა უარი თქვეს ფიცის ქვეშ მიეცათ ჩვენება, რომ ჩინეთი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ მოქმედებას ახორციელებს.

დიდი ბრიტანეთი ამჟამად ეკონომიკურ ვარდნას განიცდის. კირ სტარმერი ახალ ინვესტიციებს და ინვესტორებს ეძებს. ჩინეთი სარგებლობს სიტუაციით და დიდ ბრიტანეთს ნელ-ნელა „მთლიანად ყიდულობს“ - ბრიტანული პროდუქცია მწარმოებელ კომპანიებიანად მიაქვს, რაც ჩვენთვის საზარალოა. ლონდონი პეკინის მიმართ მოწყვლადი ხდება: ჩინეთს ხელში კარგი ბერკეტი უვარდება თავისი გავლენის განსახორციელებლად.

კირ სტარმერი აშკარად თვლის, რომ ბრიტანეთმა ჩინური ინვესტიციები უნდა მიიზიდოს. გასაგებია, რომ ინვესტიციები საჭიროა, მაგრამ იმავდროულად მას არ უნდა მოერიდოს და პეკინს კითხვებიც უნდა დაუსვას: რად უნდა ჩინეთის საელჩოს მიწისქვეშ 208 სათავსო? რისთვის უნდა გამოიყენოს „საიდუმლო ოთახები“, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებთან ახლოს არიან განლაგებულები? და თუ „ცისქვეშეთის“ საელჩო მაინც ააშენებს თავის „მიწისქვეშეთს“, რას მოიგებს ამით დიდი ბრიტანეთი?

მოკლედ, მთავრობამ არ უნდა „აუნთოს მწვანე შუქი“ ჩინეთის საეჭვო გეგმებს მანამდე, სანამ გაჩენილ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები არ იქნება გაცემული.


წყარო: 





მსგავსი სიახლეები
ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში -ირაკლი კობახიძე
"კირ სტარმერმა უნდა იკითხოს - რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?"-The Daily Telegraph
ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით -ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ პროექტი პრიორიტეტების ნუსხაში ჩართო -ირაკლი კობახიძე
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან განვიხილეთ პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე-პრემიერი
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის სტრატეგია არ არის რუსთაველზე უშინაარსო დგომა და „მარშები“, ვიდრე ოპოზიცია ბიძინას ტყუილებით ებრძვის, ის განწირულია მარცხისთვის-ვახტანგ მეგრელიშვილი
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა და შუა დერეფანი-ლევან ჟორჟოლიანი
თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრს, ანა პაულინა ლუნას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ევროპა იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო
,,ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს''-მოჰამედ ალაბარი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია
მაია სანდუს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში მოჰამედ ალაბარს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში
ირაკლი კობახიძე - რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია
,,იგლ ჰილსი'' იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე
,,დღეს გაიმართა შეხვედრები კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები''- პრემიერი