ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში -ირაკლი კობახიძე
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე საკმაოდ წარმატებულნი ვართ, ასევე გაგვაჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში შუა დერეფნის როლი შთამბეჭდავად იზრდება.
„ისტორიულად საქართველო აკავშირებდა აზიას ევროპასთან, აღმოსავლეთს - დასავლეთთან, დასავლეთს - აღმოსავლეთთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე წარმატებულნი ვართ საკმაოდ. ვიყენებთ სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით და ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვაშენებთ ავტომაგისტრალებს. 2030 წლისთვის ყველა სეგმენტის მშენებლობა იქნება დასრულებული, ვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხდება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია.
ჩვენ ავაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე, ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ეს არის ერთ-ერთი ადგილი საქართველოში. ყველა ეს მიმართულება და ინიციატივა ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ არსებითად მოვახდენთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის შესაძლებლობა და უნარი. ეს ჩვენ ოპტიმისტურად განგვაწყობს, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან ბევრ ქვეყანასთან.
„ყველაზე მეტი შეთანხმება ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგიონში ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ უნარს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ქვეყნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით. ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი იყოს ამ დერეფანში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებობები და წარმადობა გაიზარდოს ამ მიმართულებით და ქვეყნის განვითარება მოხდეს ამის საფუძველზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები
კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები
,,ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს" ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - „Eagle Hills"-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში
ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში -ირაკლი კობახიძე
"კირ სტარმერმა უნდა იკითხოს - რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?"-The Daily Telegraph
ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით -ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ პროექტი პრიორიტეტების ნუსხაში ჩართო -ირაკლი კობახიძე
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან განვიხილეთ პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე-პრემიერი
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის სტრატეგია არ არის რუსთაველზე უშინაარსო დგომა და „მარშები“, ვიდრე ოპოზიცია ბიძინას ტყუილებით ებრძვის, ის განწირულია მარცხისთვის-ვახტანგ მეგრელიშვილი
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა და შუა დერეფანი-ლევან ჟორჟოლიანი
თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრს, ანა პაულინა ლუნას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ევროპა იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო
,,ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს''-მოჰამედ ალაბარი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია
მაია სანდუს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში