რიკოთის უღელტეხილზე გარე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები.

 

აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება. გუშინ, 13 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე გაამკაცრებს კონტროლს და დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასევე, ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს"-  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში 





მსგავსი სიახლეები
შსს-ს თანამშრომლებმა ექვს კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამ მილიონამდე ლარს შეადგენს, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
რუსთავში, 204 ბოთლი ფალსიცირებული ბრენდული არაყი და 1 053 ყალბი აქციზი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია -შსს
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ჯაში საქართველოს წინააღმდეგ" ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია -იუსტიციის სამინისტრო
"სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
4 ოქტომბრით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ? სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება რომ გვდომებოდა, ამას ვერ შევძლებდით?-პაატა ბურჭულაძე
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა
სუს-მა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
შსს თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
რიკოთის უღელტეხილზე გარე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს