ირაკლი კობახიძე - „Eagle Hills"-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში

 

„Eagle Hills"-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში.  10 წლის მანძილზე, წლიურ ჭრილში  შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

პრემიერის თქმით,  ამ ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე, შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.

 

„კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ეფექტი ექნება „Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე - 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას, წლის განმავლობაში. 10 წლის მანძილზე, წლიურ ჭრილში საშუალოდ შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტიდან. ამხელა  მოგება ექნება როგორც ეკონომიკას, ასევე ბიუჯეტს და გარდა ამისა, შეიქმნება ათასობით  სამუშაო ადგილი. აქ საუბარია როგორც დროებით, ასევე, მუდმივ სამუშაო ადგილებზე. 24 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროქტის დასრულების შემდეგ. ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს ამხელა ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები
კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები
,,ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს" ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - „Eagle Hills"-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში
ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში -ირაკლი კობახიძე
"კირ სტარმერმა უნდა იკითხოს - რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?"-The Daily Telegraph
ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით -ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ პროექტი პრიორიტეტების ნუსხაში ჩართო -ირაკლი კობახიძე
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან განვიხილეთ პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე-პრემიერი
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის სტრატეგია არ არის რუსთაველზე უშინაარსო დგომა და „მარშები“, ვიდრე ოპოზიცია ბიძინას ტყუილებით ებრძვის, ის განწირულია მარცხისთვის-ვახტანგ მეგრელიშვილი
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა და შუა დერეფანი-ლევან ჟორჟოლიანი
თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრს, ანა პაულინა ლუნას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ევროპა იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო
,,ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს''-მოჰამედ ალაბარი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია
მაია სანდუს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში