პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრა შედგა მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც აქვთ ინვესტიციის ინტერესი.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული. ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებთან. ესენი არიან მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიები, რომლებსაც აქვთ ინვესტიციის ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, „იგლ ჰილსის" ინვესტიცია უკვე ხორციელდება საქართველოში. ასევე გვქონდა შეხვედრა DAMAC-თან, რომელიც ასევე არის მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანია. გვქონდა საუბარი სხვადასხვა მიმართულებით დამატებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ასევე „აბუ-დაბი პორტებთან", რომელსაც აქვს უკვე მიმდინარე პროექტი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომლის განხორციელების მეორე ფაზა დაიწყო. გვქონდა სხვა მიმართულებით კომპანიასთანაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბარი. გვქონდა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. მან აღგვითქვა სრული მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ კუთხით არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის, ასევე კონკრეტულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.ასევე გვქონდა დღეს გამოსვლა უშუალოდ ცენტრალურ ღონისძიებაზე ამ სამიტის ფარგლებში, სადაც საუბარი ძირითადად შეეხო ჩვენი ქვეყნის გეგმებს ენერგეტიკის მიმართულებით და ასევე - დაკავშირებადობის მიმართულებით. მთლიანობაში ვიტყვი, რომ იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები
კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები
,,ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს" ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - „Eagle Hills"-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში
ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში -ირაკლი კობახიძე
"კირ სტარმერმა უნდა იკითხოს - რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?"-The Daily Telegraph
ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით -ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ პროექტი პრიორიტეტების ნუსხაში ჩართო -ირაკლი კობახიძე
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან განვიხილეთ პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე-პრემიერი
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის სტრატეგია არ არის რუსთაველზე უშინაარსო დგომა და „მარშები“, ვიდრე ოპოზიცია ბიძინას ტყუილებით ებრძვის, ის განწირულია მარცხისთვის-ვახტანგ მეგრელიშვილი
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა და შუა დერეფანი-ლევან ჟორჟოლიანი
თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრს, ანა პაულინა ლუნას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ევროპა იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო
,,ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს''-მოჰამედ ალაბარი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია
მაია სანდუს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში