ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს

 

მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე, აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა ეს არ შეეხება სასწავლო, საქმიან თუ სამოგზაურო ვიზებს.

„არ ვიცით, ჯერ ალბათ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს. ზოგადად, საიმიგრაციო ვიზის შეჩერება რას ნიშნავს? არის ქვეყნები, სადაც ემიგრაცია სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, გარკვეულ მიზეზთა გამო - პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო, მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა უწევს. სწორედ მათთვის არის ეს საიმიგრაციო ვიზები. მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი.

რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს იქნება სასწავლო, ეკონომიკური საქმიანობისთვის, უბრალოდ, ამერიკაში სხვადასხვა საქმიანი, თუ სამოგზაურო ვიზები, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ფოქს ნიუსმა" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ტიპის ვიზების გაცემას შეაჩერებს. „ფოქს ნიუსის" ცნობით, „ვიზაზე უარი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსური მდგომარეობა, გრძელვადიანი სამედიცინო მოვლის პოტენციური საჭიროება და ა.შ". ამასთან, მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები
კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები
,,ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს" ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - „Eagle Hills"-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში
ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში -ირაკლი კობახიძე
"კირ სტარმერმა უნდა იკითხოს - რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?"-The Daily Telegraph
ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით -ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ პროექტი პრიორიტეტების ნუსხაში ჩართო -ირაკლი კობახიძე
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან განვიხილეთ პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე-პრემიერი
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის სტრატეგია არ არის რუსთაველზე უშინაარსო დგომა და „მარშები“, ვიდრე ოპოზიცია ბიძინას ტყუილებით ებრძვის, ის განწირულია მარცხისთვის-ვახტანგ მეგრელიშვილი
აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა და შუა დერეფანი-ლევან ჟორჟოლიანი
თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრს, ანა პაულინა ლუნას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ევროპა იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო
,,ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შეჰმატებს''-მოჰამედ ალაბარი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია
მაია სანდუს განცხადება არის გასაოცარი და ძალიან სამწუხარო მოვლენა მოლდოვისთვის''- პრემიერი