სუს-მა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.
„სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება - სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
შსს-ს თანამშრომლებმა ექვს კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამ მილიონამდე ლარს შეადგენს, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
რუსთავში, 204 ბოთლი ფალსიცირებული ბრენდული არაყი და 1 053 ყალბი აქციზი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია -შსს
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ჯაში საქართველოს წინააღმდეგ" ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია -იუსტიციის სამინისტრო
"სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
4 ოქტომბრით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ? სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება რომ გვდომებოდა, ამას ვერ შევძლებდით?-პაატა ბურჭულაძე
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა
სუს-მა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
შსს თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
რიკოთის უღელტეხილზე გარე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს