"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა
„ბიბისის“ ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „კამიტის“ თითქოსდა გამოყენების შესახებ ბრალდება არის ცრუ, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება“ „ბიბისისგან“ ბოდიშის მოხდას, შესაბამისი პლატფორმებიდან ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღებას ითხოვს.
პაპუაშვილმა საჩივრის დასაბუთებაზე ისაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის პირველ დეკემბერს დიდი ბრიტანეთის საჯარო წყაროებიდან დაფინანსებულმა ტელევიზიამ, BBC-მ გამოაქვეყნა ფილმი და დაკავშირებული სხვა პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ მძიმე, საზიანო და კატეგორიულ ბრალდებებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის, „კამიტის“ თითქოსდა გამოყენების შესახებ. აღნიშნული ბრალდებები არის ცრუ, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური.
ბრალდებების აბსურდულობა, დარღვევებისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების ხასიათი და მასშტაბი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კამპანიასთან, რომლის მიზანია წინასწარ განსაზღვრული ყალბი ნარატივით საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციული დაზიანება. გამოყენებული მასალების სანდოობის ხარისხი და მათი საზოგადოებისთვის წარდგენის ფორმა კი ააშკარავებს, რომ პუბლიკაციები მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აღქმისა და პოლიტიკური ნარატივის ფორმირებას და არა აუდიტორიის ინფორმირებას ზუსტი, დაბალანსებული და სათანადოდ წყაროებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გზით. აღნიშნული ყალბი ნარატივი შემდგომში გავრცელდა და გაძლიერდა მრავალი მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირის თუ შიდა პოლიტიკური აქტორის მიერ და გამოიყენება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის ინსტრუმენტი საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, BBC-ს ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ, ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ს.
რაც შეეხება საჩივრის დასაბუთებას და ჩვენს მოთხოვნას. აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად BBC-ს სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს (ოფკომი) მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. პირველ რიგში, საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან. BBC-მ თავის პუბლიკაციებში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება „კამიტი“. ეს მტკიცება არ ეფუძნება არცერთ გადამოწმებულ, დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია. BBC თავის პუბლიკაციებში ასევე მცდარად წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს შეკრებების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები. გარდა ამისა, BBC ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მიუკერძოებლობის დარღვევა. პროგრამაში, ფილმსა და სხვა პუბლიკაციებში განვითარებულია აშკარად ცალმხრივი ნარატივი და საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს, როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორს, „პრორუსულს“, „რუსული ინტერესების მხარეს მდგომს“ და ა.შ.
ამავე დროს, იგნორირებულია ხელისუფლების პოზიცია, სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური განმარტებები და ის კონტექსტი, რომელიც აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად. მესამე საკითხი ეხება სამართლიანობისა და პასუხის უფლების უგულებელყოფას. BBC-მ საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით მიმართა ეთერამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება თავად BBC-ს სარედაქციო წესებს, რომლებიც მძიმე და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ბრალდებების შემთხვევაში ითხოვს რეალურ კომუნიკაციას ადეკვატური ვადის დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ცილისწამების ელემენტები. პროგრამაში გამოყენებულია კონკრეტული პირების განცხადებები, რომელთა სანდოობა, ინტერესთა კონფლიქტი და წარსული არ არის გამჟღავნებული აუდიტორიისთვის. შედეგად, მაყურებელი იღებს დამახინჯებულ სურათს, სადაც ვარაუდები და ჰიპოთეზები წარმოდგენილია, როგორც დადასტურებული ფაქტები. საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ს სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.
ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს: 1. ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან; 2. BBC-ს მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა:
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი;“
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ;
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია;
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში.
აქვე განვმარტავ, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენ ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ.
BBC თუ თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი (ოფკომს) მიმართვა. იქაც თუ არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შსს-ს თანამშრომლებმა ექვს კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამ მილიონამდე ლარს შეადგენს, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
რუსთავში, 204 ბოთლი ფალსიცირებული ბრენდული არაყი და 1 053 ყალბი აქციზი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია -შსს
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ჯაში საქართველოს წინააღმდეგ" ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია -იუსტიციის სამინისტრო
"სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
4 ოქტომბრით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ? სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება რომ გვდომებოდა, ამას ვერ შევძლებდით?-პაატა ბურჭულაძე
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა
სუს-მა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
შსს თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
რიკოთის უღელტეხილზე გარე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს