ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს -მარიამ ქვრივიშვილი
„ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს - სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას"-ს შორის შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალურმა დირექტორმა ფილიპე პასკალმა, TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა და სხვა - სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის შორის ახალი შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომ განვითარებას. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან „ტავ ჯორჯია"-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, აეროპორტების გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2027 წელს უნდა დასრულებულიყო, განახლებული პირობებითა და მიდგომით 2031 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სექტორის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან განახლებული პირობებით თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ისე მთლიანად სექტორის განვითარებისთვის.
„საქართველოს ავიასექტორის განვითარება არის დინამიური, მდგრადი და შეუქცევადად მზარდი. სწორედ ეს გარემობაა ერთ-ერთი წინაპირობა, რის გამოც მივიღეთ ვაზიანის ახალი, თანამედროვე აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება. იქამდე კი, ვიდრე ახალი აეროპორტი 2031 წლიდან ოპერირებას დაიწყებს, ჩვენ განვაგრძობთ ფრანგულ სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობით და მათთან მიღწეული გაუმჯობესებული პირობებით ავიაციის სექტორის განვითარებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ქართული ფასი სამჯერ აღემატება ევროპულს, რაც ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება, ბრინჯს სულ რომ თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს-ლევან ჟორჟოლიანი
2026 წელს საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება ანტიკორუფციული და შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით -ლევან ჟორჟოლიანი
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს -ირაკლი კობახიძე
რა ეღირება დოლარი და ლარი 23 იანვარს
საქართველოზე გამავალი ტვირთები, მალე სომხეთზე გადაინაცვლებს - ილჰამ ალიევი
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 იანვარს
ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა
2025 წელს ტურიზმის შემოსავლების რეკორდული ზრდაა - 6%-იანი მატება 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები -ირაკლი ნადარეიშვილი
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 იანვარს
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა-ვახტანგ ცინცაძე
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 17 იანვარს
კორუფციისგან თავისუფლება გამჭირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია და გავლენას ახდენს ბიზნეს გარემოსა და ინვესტორთა ნდობაზე -ვახტანგ ცინცაძე
5.5 მილიონი ტურისტული ვიზიტი- 2025 წელს საქართველომ ტურისტების რეკორდულ და ისტორიულ რაოდენობას უმასპინძლა
ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს -მარიამ ქვრივიშვილი
"ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია", საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, ხუთი წლით გააგრძელებს"-მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს ტემპი საშუალებას იძლევა, მეტად ვიზრუნოთ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე -ირაკლი კობახიძე
ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როცა 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო-ირაკლი კობახიძე