16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ძვირფას წუთებს ყოყმანში ნუ დაკარგავთ, უბრალოდ ცხოვრებით დატკბით. გრძნობების გამოხატვა და გულწრფელობა ნუ მოგერიდებათ. გირჩევთ, ოჯახის წევრებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ, ვიდრე
სამუშაოს.საქმეში მთავარი სირთულეები უკვე უკანაა, ახლა დროა, დასახულ გეგმას მიჰყვეთ. ხელსაყრელი დროა შენაძენებისთვის – შეგიძლიათ როგორც ძვირფასი ნივთები, ისე წვრილმანები იყიდოთ - ყველაფერი ხარისხიანი იქნება.
კვებაში მრავალფეროვნება მშვენიერია, მაგრამ მომდევნო 24 საათის განმავლობაში უცხო და ეგზოტიკურ კერძებს უნდა მოერიდოთ და ჩვეულ საკვებს დასჯერდეთ.
კურო
საუკეთესო დროა სიყვარულის ახსნისა და ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ამ დღეს წარმატების მისაღწევად მოხერხებულობა და საიდუმლოს შენახვის უნარი მნიშვნელოვანია. შესაძლოა, დღის განმავლობაში საყოფაცხოვრებო პრობლემები წამოიჭრას, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ მათთან გამკლავება შეგიძლიათ.
ბიზნესის მფლობელებისთვის წარმატებული პერიოდია – მომგებიანი კონტრაქტების დადების შანსი გაჩნდება. საბიუჯეტო სფეროში მომუშავეებს კარიერული ზრდის პერსპექტივა უჩნდება. ეცადეთ, დღევანდელი დღე განსხვავებულად გაატაროთ, რადგან რუტინა თქვენს ნერვულ სისტემას თრგუნავს.
ტყუპები
სიყვარულში ექსპერიმენტების ნუ გეშინიათ – მოულოდნელობა თქვენს ურთიერთობას მეტ ვნებას შემატებს. ეცადეთ, ოჯახური დღესასწაულები და იუბილეები არ დაივიწყოთ - ამ დღეს მცირე ყურადღებაც კი გაალამაზებს.
სამსახურში თქვენი ინიციატივები ხელმძღვანელობის ყურადღებას მიიქცევს. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. თვის ბოლო კვირას მოერიდეთ მსხვილ შენაძენებს და ვალის აღება-გაცემას.
ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა მკურნალობის კურსი არ უნდა შეწყვიტონ, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობენ.
კირჩხიბი
რთულ სიტუაციაში ჩავარდნილმა, შესაძლოა, ჯავრი საყვარელ ადამიანზე იყაროთ. ამას მოერიდეთ, თორემ სკანდალების წყება არ აგცდება. პარტნიორთან გაუგებრობის მოგვარებისთვის საუკეთესო გზა გულწრფელი საუბარია.
თქვენი ძალისხმევა შედეგს მოიტანს და მალე სურვილები მალე აგისრულდებათ.
მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს - ამ დღეს თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა უჩვეულოდ მგრძნობიარეა.
ლომი
ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც შესაძლოა რაღაც დიდის დასაწყისი გახდეს. მზად იყავით ინიციატივისთვის და ბედნიერი ურთიერთობის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
ცხოვრების დინებას და გარემოებებს მიენდეთ და დრო გაჩვენებთ, რა არის საჭირო ოჯახური ჰარმონიისთვის. ისწავლე საკუთარ შეცდომებზე და ნუ მოგერიდება დახმარების თხოვნა.
გაუფრთხილდი საკუთარ ფულს - ამ დღეს შეიძლება თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.
გირჩევთ, საღამო უახლოეს მეგობრებთან ან განმარტოებით გაატაროთ. საჭესთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – სატურნის აქტიურობის გამო ყურადღება დაქვეითებული გაქვთ.
ქალწული
რთული სიტუაციიდან გაქცევა გინდათ? ამისთვის რაღაც, ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა მოიგონოთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - მისი ადგილი ცარიელი დიდხანს არ დარჩება.
გირჩევთ, წინდახედულობა და კეთილგონიერება გამოიჩინოთ და სამსახურებრივ ინტრიგებში არ ჩაერთოთ, რაც მხოლოდ ახალ მტრებს და პრობლემებს მოგიტანთ. ასჯერ გაზომეთ, სანამ ერთხელ გაჭრით და შეიძლება დიდი შეცდომა აიცილოთ თავიდან. ეცადეთ პრიორიტეტები და გრძელვადიანი მიზნები სწორად განსაზღვროთ.
თქვენი გაღიზიანება ფიზიკური დაღლილობის ბრალია, ამიტომ სააფთიაქო დამამშვიდებლებს მოერიდეთ და უბრალოდ დაისვენეთ.
სასწორი
ურთიერთობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ხანდახან დათმობაა საჭირო - მზად ხართ, რომ საკუთარ პრინციპებზე უარი თქვათ? თუ სილამაზის სალონში ვიზიტი დაგიგვიანდათ, ყველაფერი გადადეთ და იმიჯზე იზრუნეთ.
შესაძლოა, ამ დღეს იმ საქმის კეთება მოგიწიოთ, რომელზეც ყველამ უარი თქვა. ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინც უძრავი ქონების ყიდვას ან დიდ ფინანსურ გარიგებას გეგმავს.
განსაკუთრებული ყურადღება ფსიქიკურ მდგომარეობას მიაქციეთ – ემოციურმა აფეთქებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.
მორიელი
რადგან ამ თვის მმართველი პლანეტა ურანია, პირად ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს ნუ ელით. ვარსკვლავები გირჩევენ, მშვიდი და აუჩქარებელი ცხოვრებით დატკბეთ. დიდ საქმეებს ან მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ – დღეს ამისთვის მზად არ ხართ. ამის ნაცვლად, სჯობს, დრო ახლობლებს, ბავშვებს, შინაურ ცხოველებს ან ძველ ნაცნობს დაუთმოთ.
შესაძლოა, რაღაც საკითხზე შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით. ფინანსური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება, მაგრამ ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით, ეცადეთ განვითარდეთ.
დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საკვებით ინტოქსიკაცია, ამიტომ სწრაფი კვების პროდუქტებს და მაღაზიის მზა სალათებს უნდა მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ბრმად ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც თქვენით აღფრთოვანებას გამოხატავს და ქათინაურებით გავსებთ - შესაძლოა, ასეთი თვალთმაქცობა თქვენი ყურადღების მოსადუნებლად სჭირდება. უარი თქვით ხალხმრავალ ღონისძიებებზე და თავისუფალი დრო სახლის საქმეებს დაუთმეთ.
მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ, თორემ შეიძლება პრობლემების გადაწყვეტის შანსი ხელიდან გაუშვათ. ბოლო დროს ბევრ ფულს ხარჯავთ, რამაც შეიძლება საფულე დააცარიელოს.
გაუფრთხილდი გულს და ნერვულ სისტემას - დღეს ეს ორგანოები განსაკუთრებით მოწყვლადია.
თხის რქა
დღის ბოლოს მოსალოდნელია სასიყვარულო შეხვედრა, თუმცა ბედმა რთული პარტნიორი შეგირჩიათ, რომელიც კომპრომისებზე არ მიდის.
მალე თქვენთვის წარმატებული პერიოდი დაიწყება. უარი არ თქვათ დამატებით სამუშაოზე ან მივლინებაზე – ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ ეს ისე გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ.
მერწყული
ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან! ახალ ურთიერთობებში წარმატებას მიაღწევთ და ნამდვილ მეგობარს ან მეორე ნახევარს იპოვით. ისწავლეთ პარტნიორის ნდობა – უსაფუძვლო ეჭვიანობა დიდი კონფლიქტის მიზეზი გახდება.
ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე საჯარო მოხელეებს მართებთ. ფინანსების რაციონალური გამოყენება ხვალინდელი დღის რწმენას შეგმატებთ – თუ დღეს ბევრს დახარჯავ, ხვალ ბევრი მუშაობა მოგიწევთ.
მომდევნო 2-3 დღე, ვირუსებისა და ინფექციების ასაცილებლად, ხალხის თავშეყრის ადგილებს ერიდეთ.
თევზები
სამსახურში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ამ დღეს კოლეგებთან ურთიერთობას მოერიდოთ და დამოუკიდებლად იმუშაოთ. ოჯახში პირიქით, სირთულეებს მხოლოდ გუნდური მუშაობით გადალახავთ.
სავარაუდოდ, ხელმძღვანელობას საინტერესო იდეებს შესთავაზებთ, რაც კომპანიას მოგებას, თქვენ კი ფინანსურ ბონუსს მოგიტანთ. ამ დღეს საინტერესო შემოთავაზებები და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა გელით.
ჯანმრთელობის მხრივ, ყურადღება საჭმლის მომნელებელ სისტემას უნდა მიაქციოთ.
მსგავსი სიახლეები
16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა
15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 იანვრის ამინდის პროგნოზი
“არასოდეს ეომოთ ივერიას'' - 15 იანვარს წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი "ბზიკები" წარადგენს
სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 იანვრის ამინდის პროგნოზი
14 იანვარს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს
გურიაში კალანდა დგება - ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
ქვეყნის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ერთვებიან - რევაზ სოხაძე
13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
13 იანვარის ამინდის პროგნოზი
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
წმინდა ანგელოზები გვეწევიან, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას-მეუფე შიო
მაშველებმა სვანეთში ზვავში მოყოლილი ადამიანი გადაარჩინეს
მოლდოვა თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება