გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს -იენს-ფრედერიკ ნილსენი

გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, არ სურს, შტატების ნაწილი იყოს, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს, - ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

კოპენჰაგენში შეკრებილ დაახლოებით 300 გრენლანდიელთან სიტყვით გამოსვლისას ნილსენმა ხაზი გაუსვა ერთიანობის აუცილებლობას.

„2026 წელი ჩვენს ქვეყანაზე დიდი აქცენტით იწყება. იმდენად დიდი აქცენტით, რომ 2025 წელი შორს ჩანს. თუმცა მხოლოდ რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები გვქონდა და ასევე მას შემდეგ, რაც გრენლანდიაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. და ახლა აქ ვდგავართ. დრო მოითხოვს, რომ ჩვენ ერთად დავდგეთ და ნათლად განვაცხადოთ იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთიანობის დროა და არა შიდა განხეთქილებისა და დისკუსიების. როგორც ვთქვი, გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა. გრენლანდიას, არ სურს აშშ-ის მიერ მართვა და კონტროლი. გრენლანდიას არ სურს, აშშ-ის ნაწილი იყოს. ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს. გრენლანდიას სურს თანამშრომლობა, მაგრამ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული, როგორებიცაა დემოკრატია და პატივისცემა", - განაცხადა ნილსენმა.

 





მსგავსი სიახლეები
იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია
გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს -იენს-ფრედერიკ ნილსენი
რუსეთი ევროპული ქვეყანაა, მასთან ბალანსის აღდგენას თუ შევძლებთ, ევროკავშირი და ჩვენც კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ-ფრიდრიხ მერცი
კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა
ჩვენი ქვეყანა მშვიდობისკენ ისწრაფვის, კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები არ არიან მზად, მანამდე რუსეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას -ვლადიმერ პუტინი
ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია -დონალდ ტრამპი
ვეწინააღმდეგებით ირანში სამხედრო ინტერვენციას, ირანმა თავისი შიდა პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას-ჰაკან ფიდანი
საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ
"ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის. უკრაინა ნაკლებად არის მზად"- დონალდ ტრამპი
დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგებას გააფართოებენ
,,მსოფლიოში არსებული პრობლემები ნიშნავს, რომ დალევის დაწყების დროა'' - კაია კალასი
საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის
Reuters: აშშ-ის სამხედრო ჩარევა ირანში შესაძლოა უახლოეს 24 საათში დაიწყოს
,,აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს'' - „ფოქს ნიუსი''
ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიელებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ
ვიტალი კლიჩკო - კიევში ელექტროენერგიასთან და გათბობასთან დაკავშირებული ასეთი მასშტაბის პრობლემა ომის ოთხი წლის განმავლობაში პირველად გვაქვს
Reuters: აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს
,,2 მილიონი უკრაინელი ძებნაშია, 200 ათასმა კი სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვა''-უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი
ამერიკელმა სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ამერიკელი სამხედროების მიერ ნატო-ს ტერიტორიების ოკუპაციის აკრძალვას ეხება
აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ოქროს გუმბათისთვის“, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ -დონალდ ტრამპი