სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ჯაში საქართველოს წინააღმდეგ" ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია -იუსტიციის სამინისტრო
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ" ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.
„საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა. მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
შსს-ს თანამშრომლებმა ექვს კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამ მილიონამდე ლარს შეადგენს, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
რუსთავში, 204 ბოთლი ფალსიცირებული ბრენდული არაყი და 1 053 ყალბი აქციზი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია -შსს
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ჯაში საქართველოს წინააღმდეგ" ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია -იუსტიციის სამინისტრო
"სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
4 ოქტომბრით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ? სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება რომ გვდომებოდა, ამას ვერ შევძლებდით?-პაატა ბურჭულაძე
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა
სუს-მა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
შსს თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
რიკოთის უღელტეხილზე გარე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს