2026 წლის 1 იანვრიდან, ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება გაიარა 800 ვეტერინარმა და 444 ვეტერინარ-ტექნიკოსმა. აღნიშნული წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.
სერტიფიცირება ხელს შეუწყობს ვეტერინარული სერვისების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, მოქალაქეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთასა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.
საქართველოს მთავრობის №288 დადგენილებით („ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ") შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია.
მსგავსი სიახლეები
პატრიარქი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
მყინვარების მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება გატარდება -დავით სონღულაშვილი
ირაკლი კობახიძეს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
2026 წლის 1 იანვრიდან, ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა
16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა
15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 იანვრის ამინდის პროგნოზი
“არასოდეს ეომოთ ივერიას'' - 15 იანვარს წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი "ბზიკები" წარადგენს
სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
14 იანვრის ამინდის პროგნოზი
14 იანვარს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს
გურიაში კალანდა დგება - ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
ქვეყნის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ერთვებიან - რევაზ სოხაძე
13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
13 იანვარის ამინდის პროგნოზი
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო