"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung
გერმანულმა გაზეთმა „ბერლინერ ცაიტუნგმა“ (Berliner Zeitung) სათაურით: "უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს", გამოაქვეყნა ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან, ავსტრიელ პოლკოვნიკთან მარკუს რაისნერთან, რომელიც აღნიშნავს, რომ ბოლო დროს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მოწინააღმდეგის საჰაერო შეტევებს ვერ ანეიტრალებენ. ამის შედეგად დრონები და რაკეტები უკრაინის თბოელექტროსადგურებს და ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპლექსებს ანადგურებენ, ქვეყანაში ენერგეტიკული კოლაფსი მეფობს. ექსპერტს ჟურნალისტი ლუკას მოზერი ესაუბრება.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
რუსეთის არმია, როგორც ჩანს, სულ უფრო ხშირად და წარმატებულად ურტყამს უკრაინის ინფრასტრუქტურას. „უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ამჟამად ისე ეფექტურად ვერ მოქმედებს, როგორც ადრე“, - განმარტავს „ბერლინერ ცაიტუნგისადმი“ მიცემულ ინტერვიუში ავსტრიელი ექსპერტი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი. ამის სამწუხარო შედეგი ისაა, რომ რუსეთს თანდათანობით მწყობრიდან გამოჰყავს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ცენტრალურ და სამხრეთის რეგიონებში - მსხვილი ქალაქები კიევი და ოდესა უკვე რამდენიმე დღეა ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი, ზამთრის პირობებში.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ თითქმის ვერ ვხედავთ რუსეთის ავიაშეტევებისადმი ეფექტურ წინააღმდეგობას“, - აღნიშნავს ექსპერტი, - უკრაინელები დრონებისა და რაკეტების მხოლოდ მცირე რაოდენობას ანადგურებენ. განსაკუთრებით უჭირთ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გაუვნებელყოფა - მათი ჩამოგდების პროცენტი ძალიან დაბალია. დრონების 70-80% ჰაერშივე ნადგურდება, მაგრამ ისინი, რომლებიც საზენიტო ტყვამფრქვევების ცეცხლს უსხლტებიან, მაინც იმდენია, რომ ქვეყნის ენერგოობიექტებს დიდ ზიანს აყენებენ“.
სამხედრო ექსპერტის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უკრაინა არასწორ მონაცემებს აქვეყნებს ოფიციალურ შეტყობინებებში: „კიევის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობაში და არმიაში მაღალი მორალური სული შეინარჩუნოს და აცხადებს, რომ რუსული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობას აგდებს და ამით ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ყველაფერი წესრიგშია. შედეგები კი საპირისპიროს მეტყველებს - ქალაქები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“.
„უკრაინა თავს არიდებს რეალობის აღიარებას, მაგრამ თუ სიტუაციას ობიექტური თვალით შევხედავთ, ფაქტია, რომ რუსული დარტყმების შედეგების დამალვა უკვე რთულდება“, - აღნიშნავს მარკუს რაისნერი და იმოწმებს უკრაინელი მეგობრების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, - „ამ დღეებში რუსეთმა უკრაინას ძალიან საგრძნობი ზიანი მიაყენა - თითქმის მთელი უკრაინა სიბნელემ მოიცვა“.
- რა არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის შეტევები ესოდენ მნიშვნელოვან ეფექტს იწვევს?
- ვფიქრობ, ამისთვის სამი მიზეზი არსებობს: პირველი - რუსები მუდმივად ადაპტირებენ, ანუ მათი დრონები და ბალისტიკურ-ფრთოსანი რაკეტები ტექნიკური თვალსაზრისით პერმანენტულად უმჯობესდება და მოდიფიცირებას განიცდიან. მათ შეუძლიათ ავტომატურად გვერდი აუარონ უკრაინელების დამცავ მექანიზმებს - ამის შესახებ თვითონ უკრაინელები აღიარებენ.
მეორე - რუსები უამრავ დრონს და რაკეტებს უშვებენ. თვით პროუკრაინული წყაროებიც კი ვეღარ მალავენ იმას, რომ სერიოზული შეტევები თითქმის ყოველკვირეულად ხდება. ნოემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე უკრაინამ ცხრა სერიოზული შეტევა გადაიტანა, ანუ თითქმის ყოველ მეათე დღეს. ამ დროს ჰაერში დაფრინავს თითქმის 600-მდე დრონი და რაკეტა, თანაც ისინი, როცა სამიზნეს უახლოვდებიან, დიდ სიმაღლეზე ადიან, მიმართულებას იცვლიან და დასაბომბ ობიექტს ყოველი მხრიდან ეხვევიან, მასზე პიკირებენ, რაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობას ართულებს - მეტყვიამფრქვევეები მათ განადგურებას ვერ ასწრებენ. ასეთი ტაქტიკის დროს თავდაცვა ძალიან ძნელია.
მესამე - მხედველობაშია მისაღები, რომ უკრაინა დასავლური და სამამულო წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების მწვავე დეფიციტს განიცდის. უკრაინელებმა ამას წინათ ამაყად განაცხადეს, რომ რუსული დრონების „გერანების“ გამანადგურებელი თავიანთი დრონი შექმნეს, მაგრამ რეალურად მისი ეფექტი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. კიევს მოუწევს მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება, რომ რუსეთის დონეს მიაღწიოს, მაგრამ ამისათვის ხელს უშლის ფინანსების დეფიციტი. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკრაინა ძალიან ელოდებოდა დასავლურ ფულს.
- თქვენი აზრით, რას უნდა ელოდოს უკრაინა უახლოეს ხანში?
- როგორც ჩანს, უახლოეს ხანში სიტუაცია არ გაუმჯობესდება, ანუ რეალურად ოპტიმიზმის შესაძლებლობა არ არსებობს: რუსულ რაკეტ-დრონებსა და უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას შორის კატა-თაგვობანას თამაში მიმდინარეობს, რომელშიც რუსეთს უფრო მეტი უპირატესობა აქვს. ამჟამად უკრაინაში მკაცრი ზამთარი ძალაში შედის, ტემპერატურა ეცემა და ელექტროენერგიის არარსებობის პირობებში ცხოვრება აუტანელი ხდება“.
მსგავსი სიახლეები
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა
,,ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს''- ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი
დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდა
ოთხი წლის წინ, უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს-შალვა პაპუაშვილი
ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო
არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციას და განცხადებას შევუერთდით -ირაკლი კობახიძე
POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
როგორ მოვუაროთ ფირსაკრავს
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება -ირაკლი კობახიძე
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჯონდი ბაღათურია სტუმრად "რეალურ პოლიტიკაში"
ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა