ირაკლი კობახიძეს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო

მყინვარები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრე, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მყინვარებს სტიქიური საფრთხეებიც უკავშირდება, რაც შოვის ტრაგედიამ ორიოდე წლის წინ თითოეულ ჩვენგანს ძალიან მტკივნეულად შეგვახსენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მყინვარული ხეობების კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის ექსპერტ დანიელ ტობლერთან შეხვედრისას განაცხადა.

კომპანია GEOTEST-ის ექსპერტმა, რომელთანაც მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის მიზნით ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა, კვლევის შედეგები დღეს პრემიერ-მინისტრს წარუდგინა.

„პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიელ და ქართველ ექსპერტებს მყინვარული ხეობების კვლევის პროცესში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა კომპანია GEOTEST-ის გამორჩეულ გამოცდილებას მსოფლიო მასშტაბით მსგავსი საფრთხეების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის თვალსაზრისით.

მსგავსი მასშტაბის კვლევა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა, საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც არსებობს გამოწვევები და რისკების მართვის მიზნით აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება.

მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესის კოორდინაციის მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანდება ყველა შესაბამისი უწყება, რომლებიც კომპეტენციების შესაბამისად პასუხისმგებელნი იქნებიან პროცესის მართვაზე", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები შესრულდება
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი