დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, დაკავებულთა შორის ათი არასრულწლოვანია.

„სამართალდამცველების მიერ თვეების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.

დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი - ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ისინი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის", - განაცხადა ვაჟა სირაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
შსს-ს თანამშრომლებმა ექვს კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე სამ მილიონამდე ლარს შეადგენს, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
რუსთავში, 204 ბოთლი ფალსიცირებული ბრენდული არაყი და 1 053 ყალბი აქციზი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია -შსს
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "ჯაში საქართველოს წინააღმდეგ" ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია -იუსტიციის სამინისტრო
"სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
4 ოქტომბრით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ? სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება რომ გვდომებოდა, ამას ვერ შევძლებდით?-პაატა ბურჭულაძე
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა
სუს-მა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
შსს თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
რიკოთის უღელტეხილზე გარე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პენიტენციური სამსახური ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს