მყინვარების მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება გატარდება -დავით სონღულაშვილი
საქართველოში ჩატარდა მყინვარების მასშტაბური კვლევა, ასეთი მასშტაბის კვლევა ფაქტობრივად არასდროს ჩატარებულა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, კვლევა ჩაატარა ძალიან კომპეტენტურმა, მნიშვნელოვანმა საერთაშორისო კომპანიამ და მასში შვეიცარიელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად მონაწილეობდნენ.
„რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს. მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპები, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების გატარება. მონიტორინგის სისტემები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დამონტაჟდება და შემდგომი ეტაპი უკვე ამ სამუშაოების შედეგად განისაზღვრება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შვეიცარიული კომპანიის, GEOTEST-ის ექსპერტმა, დანიელ ტობლერმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დღეს გააცნო.
მსგავსი სიახლეები
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
,,დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით''- ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო" - დონალდ ტრამპი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება
ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო
,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ სარჯველაძე
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები შესრულდება
დღეს საღამოს დუბაიდან ავიარეისები შეზღუდული რაოდენობით შესრულდება
დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა
კობა კობალაძემ "ლივ ჰოსპიტალის" საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ამინდის პროგნოზი