ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი

ლანძღვა-გინება მუდმივად ხდებოდა და სულ ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს" სივრცეში, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან გაერთიანებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არსებობს ორმაგი სტანდარტი და მუდმივად არსებობდა შიდა დაპირისპირებაც.

„დაპირისპირება ზურაბ ჯაფარიძესთან და მისი მხრიდან „ლელოს" ლანძღვა ნიშანდობლივია, რადგან ბრიუსელიდან ინსტრუქცია მოაკლდათ იმ გეგმის განსახორციელებლად, სადაც ყველა გაერთიანებულია. საქართველოში დესტაბილიზაცია რჩება მთავარ ამოცანად, თუმცა მსოფლიოში და ევროპაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა ის, რომ მათ ინსტრუქცია და ფინანსური რესურსი შემოაკლდათ. როგორც კი ინსტრუქტორი ყურადღებას ადუნებს, იმ წუთში იწყება ერთმანეთში დაპირისპირება. საკმარისია ფულადი და პოლიტიკური რესურსების მობილიზება, რომ ეს ადამიანები საერთო ენას მაშინვე პოულობენ.

ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, იკეკლუცონ ხელმძღვანელების და მმართველების წინაშე, რომლებიც საქართველოს გარეთ სხედან, რათა თავი მოიწონონ, როგორც უპირველესმა ძალამ, რომელსაც შეუძლია, მეტი ზარალი მოუტანოს საკუთარ ქვეყანას. ეს შიდა დაპირისპირებები ერთმანეთის მიმართ გაგრძელდება და ყოველთვის იქნება. უფრო ძლიერიც ყოფილა, მაგრამ მთავარია, მათი საერთო ამოცანა არ იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, რა ფინანსურ რესურსს და პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებენ ბრიუსელიდან, რომელსაც დღეს მათთვის არ სცალია. მობილიზებული და ორიენტირებული არიან იმაზე, როგორ განავითარონ რუსეთთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა: „კოლეგები სხვანაირად იყვნენ განწყობილი გირაოს იდეაზე, ლანძღავდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, როგორ იხდიან გირაოს, ეს სისტემასთან გარიგებააო, მაგრამ გირაო აღმოჩნდა ბრძოლისთვის აუცილებელი წინაპირობა".

 





მსგავსი სიახლეები
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ "ბიბისი"აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას -არჩილ გორდულაძე
ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც კაბინეტების კარს ატალახებდნენ და ითხოვდნენ ჩვენი მხრიდან რუსეთის იზოლაციას, დღეს დაიწყებდნენ საუბარს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები -შალვა პაპუაშვილი
მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია-კახა კალაძე
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
მალხაზ გულაშვილის კითხვებს "რეალურ პოლიტიკაში" ჯონდი ბაღათურია უპასუხებს
დონალდ და მელანია ტრამპებმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები
კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები
,,ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს" ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - „Eagle Hills"-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში
ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში -ირაკლი კობახიძე
"კირ სტარმერმა უნდა იკითხოს - რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?"-The Daily Telegraph
ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, ამ გეგმას მივყვებით -ირაკლი კობახიძე