,,უკრაინაში გენერატორების საგანგებო მარაგის ამოწურვის ფონზე ბავშვები ჰიპოთერმიის საფრთხის წინაშე არიან''- „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის“ საზოგადოება
უკრაინაში ბავშვები ჰიპოთერმიის საფრთხის წინაშე დგანან, რადგან რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ გენერატორების საგანგებო მარაგი ამოიწურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოება ავრცელებს.
მათივე ცნობით, არაერთი ოჯახი კიევის დროებით დატოვებას ფიქრობს.
„გათბობის გარეშე, ადამიანები ჰიპოთერმიის, მოყინვისა და რესპირატორული დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ბინებში ცხოვრება გაუსაძლისია გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე. ოჯახები ქალაქის დატოვებაზე ფიქრობენ", - განაცხადა „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ხაიმე ვაჰმა.
UNICEF-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლის მოახლოებასთან ერთად, ელექტრონერგიით მომარაგება და გათბობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
„ბავშვები და ოჯახები მუდმივად გადარჩენის რეჟიმში არიან", - განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა უკრაინაში მუნირ მამაზადემ.
მისივე თქმით, წელს უკრაინაში ცივი ზამთარია და ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მინუს 18 გრადუსამდე ეცემა. მუნირ მამაზადემის თქმით, ზოგიერთი ოჯახი ფანჯრებს რბილი სათამაშოებითა და ნივთებით ავსებს, რათა ყინვაში თავი დაიცვან.
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 იანვარს ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას მაქსიმუმ 20 დღის სამყოფი საწვავის მარაგი აქვს.
მსგავსი სიახლეები
,,იტალია გრელანდიაში თავის ჯარებს არ გაგზავნის''- იტალიის თავდაცვის მინისტრი
,,სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტებს, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი''- ზელენსკი
ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინა მტკივნეულ დათმობებზე უნდა წავიდეს მშვიდობის მისაღწევად
რუსეთი გრენლანდიას დანიის ნაწილად მიიჩნევს - დიმიტრი პესკოვი
,,უკრაინაში გენერატორების საგანგებო მარაგის ამოწურვის ფონზე ბავშვები ჰიპოთერმიის საფრთხის წინაშე არიან''- „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის“ საზოგადოება
სასამართლომ ტიმოშენკოს გირაოს სახით 33 მილიონი გრივნის გადახდა დააკისრა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია
გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს -იენს-ფრედერიკ ნილსენი
რუსეთი ევროპული ქვეყანაა, მასთან ბალანსის აღდგენას თუ შევძლებთ, ევროკავშირი და ჩვენც კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ-ფრიდრიხ მერცი
კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა
ჩვენი ქვეყანა მშვიდობისკენ ისწრაფვის, კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები არ არიან მზად, მანამდე რუსეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას -ვლადიმერ პუტინი
ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია -დონალდ ტრამპი
ვეწინააღმდეგებით ირანში სამხედრო ინტერვენციას, ირანმა თავისი შიდა პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას-ჰაკან ფიდანი
საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ
"ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის. უკრაინა ნაკლებად არის მზად"- დონალდ ტრამპი
დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგებას გააფართოებენ
,,მსოფლიოში არსებული პრობლემები ნიშნავს, რომ დალევის დაწყების დროა'' - კაია კალასი
საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის