,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არის" - ყველას გვახსოვს გეოგრაფიის ეს გაკვეთილი მაკრონისგან. ახლა, მისმა მეგობარმა, მერცმა გვითხრა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და დიდ მეზობელთან სტრატეგიული ბალანსის მიღწევა, ევროპის გადარჩენის და განვითარების აუცილებელ პირობად გამოაცხადა, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, როდესაც არამეზობელმა, ოდესღაც მათმა მთავარმა პატრონმა აშშ-მა "თავში წამოარტყა და ევროპული ქვეყნის ტერიტორიის მითვისება გადაწყვიტა", მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა და უმნიშვნელოვანესი მეზობელია, ეს სამარცხვინო შემობრუნება კი განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვსიჯდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ „საზარბაზნე ხორცად" გამოყენების საშუალება არავის მისცა.
შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან და 78-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ახალი მსოფლიო რეალობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
„უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არის" - ყველას გვახსოვს გეოგრაფიის ეს გაკვეთილი მაკრონისგან. ახლა, მისმა მეგობარმა, მერცმა გვითხრა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და დიდ მეზობელთან სტრატეგიული ბალანსის მიღწევა, ევროპის გადარჩენის და განვითარების აუცილებელ პირობად გამოაცხადა...
მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, 10 მილიონი დევნილად აქციეს, მილიონობით ადამიანი ამ მომენტში ყინვისგან და შიმშილისგან იტანჯება, უკრაინის ეკონომკა და სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, ამასობაში საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, ეკონომიკურ სტაგნაციაში შეიყვანეს, მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირეს, ჯიბიდან ფული ამოუღეს და უკრაინაში გაგზავნეს, რიგით ევროპელებს უსაფრთხოება წაართვეს და ეს ყველაფერი რუსეთის დამარცხების, აპრიორი უტოპიურ მიზანს შეწირეს... მაგრამ, როდესაც არამეზობელმა, ოდესღაც მათმა მთავარმა პატრონმა აშშ-მა თავში წამოარტყა და ევროპული ქვეყნის ტერიტორიის მითვისება გადაწყვიტა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა და უმნიშვნელოვანესი მეზობელია...
ეს სამარცხვინო შემობრუნება განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ჩვენთვის - ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ დიდ გამარჯვებაში მონაწილეობის შანსს ვუშვებდით ხელიდან, რომელსაც გვსიჯდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ მშვიდობა გვინოდა და არ ვაძლევდით საშუალებას „საზარბაზნე ხორცად" გამოვეყენებინეთ, რომელსაც წელიწადში 3-4 გადატრიალების მცდელობას უწყობდნენ იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით რუსეთის წინააღმდეგ...
საკმარისზე მეტი გაკვეთილი მივიღეთ იმისათვის, რომ დასკვნები გამოვიტანოთ - ევროკავშირის მხილება აღარ არის საკმარისი და საჭიროა ქმედითი ცვლილებები. საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან(78-ე მუხლი) და ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განისაზღვროს ახალი მსოფლიო რეალობის შესაბამისად." - წერს ვატო შაქარიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება,
,,საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)''- ვატო შაქარიშვილი
"ყოველთვის აბრალებენ რომელიღაც ქვეყანას რაღაცას, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად... სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან -გია ვოლსკი
ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით -ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ "ბიბისი"აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას -არჩილ გორდულაძე
ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც კაბინეტების კარს ატალახებდნენ და ითხოვდნენ ჩვენი მხრიდან რუსეთის იზოლაციას, დღეს დაიწყებდნენ საუბარს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები -შალვა პაპუაშვილი
მინდა, თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ამის გარეშე მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია-კახა კალაძე
აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
მალხაზ გულაშვილის კითხვებს "რეალურ პოლიტიკაში" ჯონდი ბაღათურია უპასუხებს
დონალდ და მელანია ტრამპებმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს
ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც
პრემიერი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში
პრემიერი - რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები
კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები
,,ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს" ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - „Eagle Hills"-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში
ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში -ირაკლი კობახიძე